კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კურნაკოვკა
ფუნქციური სტატუსი დანგრეულია. მოქმედებს ახალ შენობაში
საიტი http://viseparchia-12.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1860
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ძველი ეკლესია, 2012 წელი
Image-silk.png ახალი შენობა, 2012 წელი


კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია ბელოკალიტვინის რაიონის სოფელ კურნაკოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. ეკლესია ამჟამად ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი[1]. იგი ააგეს დაახლოებით 1860 წელს. ამჟამად ღვთისმსახურება მიმდინარეობს ეკლესიის გვერდით აგებულ ახალ შენობაში[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ბელოკალიტვინის რაიონი, ილინის სასოფლო დასახლება, სოფელი კურნაკოვკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ეკლესიის ნანგრევების ერთ-ერთ აგურზე შემონახულია აგების თარიღი 1860 წელი[3].

მისი შემდგომი ისტორიის შესახებ საკმაოდ მწირი ისტორიული მასალებია შემონახული. 1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ეკლესია და მასში მომდევნო 1932 წელს განათავსა კლუბი, მოგვიანებით კი ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი კოლმეურნეობის ხორბლის საწყობს. ეკლესიის შენობა გადაურჩა დიდი სამამულო ომის პერიპეტიებს რომლის დასრულების შემდეგაც შენობა კვლავ კოლმეურნეობის ხორბლის საცავად გამოიყენებოდა. ეკლესია ასეთ, უპატრონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალი ათასწლეულის დასაწყისამდე.

ამჟამად ადგილობრივი ხუტორის მრევლის ერთობლივი ძალებით ააგეს ახალი, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს შენობა, რომელიც ძველი, ნანგრევებად ქცეული ეკლესიის ახლოს მდებარეობს. ეკლესიის წინამძღვარია თეთრი სამღვდელოების წევრი ალექსანდრ კალაბუხოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]