კურლინას სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურლინას სახლი
Особняк Курлиной

კურლინას სახლი
კოორდინატები 53°11′39″ ჩ. გ. 50°05′46″ ა. გ. / 53.19417° ჩ. გ. 50.09611° ა. გ. / 53.19417; 50.09611
მდებარეობა სამარა, რუსეთი
არქიტექტორი ალექსანდრე ზელენკო
ტიპი კერძო სახლი
გახსნის თარიღი 1903
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6310015000

ალექსანდრა კურლინას სახლი (რუს. Особняк Александры Курлиной) — ისტორიული შენობა რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში, კრასნოარმეისკაიასა და ფრუნზეს ქუჩების კვეთაზე. მოდერნის სტილის სახლი ქალაქის არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამჟამად შენობაში მოდერნის მუზეუმია განთავსებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა 1903 წელს I გილდიის ვაჭარმა ალექსანდრე კურლინმა თავისი მეუღლე ალექსანდრა კურლინასთვის ააგო, რომლის სახელსაც არაოფიციალურად ის დღეს ატარებს. სახლი სამარაში მდებარე ერთ-ერთი პირველი მოდერნისტული ნაგებობა იყო[1]. შენობის პროექტი არქიტექტორ ალექსანდრე ზელენკოს ეკუთვნის[2].

1918 წლის სამოქალაქო ომის დროს სამარა ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებულმა ჩეხოსლოვაკურმა კორპუსმა დაიკავა, ხოლო კურლინას სახლში ჩეხოსლოვაკური არმიის კონტრდაზვერვა განთავსდა.

1941-დან 1943 წლამდე დიპლომატიური კორპუსის მოსკოვიდან კუიბიშევში ევაკუაციის დროს, შენობაში შვედეთის საელჩო იყო განთავსებული.

1966 წელს კუიბიშევის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დეპუტატების გადაწყვეტილებით, კურლინას სახლი დაცვის ქვეშ მყოფი შენობების სიაში შეიტანეს როგორც „სახლი, რომლის სარდაფშიც 1918 წელს ბელო-ესეროვის კონტრდაზვერვის მიერ მრავალი წითელარმიელი დახვრიტეს“[3]. შენობაზე განთავსდა მემორიალური დაფა წარწერით „მუშათა კლასი პატივს მიაგებს, 1918 წელს ამ სახლის სარდაფში ჩეხური კონტრდაზვერვის მიერ მხეცურად ნაწამები მუშათა კლასის გმირების ნათელ ხსოვნას“. 1990-იან წლებში დაფის დემონტაჟი განხორციელდა[4].

1970-იან წლებში შენობა საოლქო მხარედმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. 1995 წელს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის განკარგულებით „კურლინების სახლ-კარს“ ფედერალური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობაში 22 ოთახია, თავის მხრივ თითოელი მათგანი უნიკალური და ინდივიდუალურია. მეორე სართულზე ლითონის კიბე ადის. მოპირკეთებულია შორენკეცის ფერადი ფილებით.

შენობის ფასადი ცისფერი მოელვარე ფილებით არის მოპირკეთებული, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მქრქალ ცოკოლსა და შორენკეცის მწვანე ჩანართებს. ფასადზე წარმოდგენილია რელიეფი: ქალის თავი (სახლის დიასახლისი) ფრონტონზე და ფანჯრის თავზე გრძელი ღეროების მქონე მცენარე. რკინის გისოსები პეპლის ფრთებს განასახიერებს. ჭრიჭინა სახურავზე და ბადისებრი კარები სახლს განუმეორებელ და ჰაეროვან იერსახეს აძლევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Борисова, Г. Стернин. Русский модерн.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Музей «Усадьба Курлиных» — О музее. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-09. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  2. http://gorod-samara.narod.ru/dost/kurlin.html Дом Курлиной
  3. Андрей Артёмов В списках значатся. Как охраняли самарские памятники истории и культуры полвека назад. интернет-журнал «Другой город», 31 января 2017
  4. Андрей Артёмов И мальчики кровавые в глазах. 6 страшных случаев из истории Самары. интернет-журнал «Другой город», 13 мая 2016