კურიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კურიოზი
მშობ. სახელი: ფრანგ. Curieuse
Praslin.svg
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 4°16′58″ ს. გ. 55°43′28″ ა. გ. / 4.28278° ს. გ. 55.72444° ა. გ. / -4.28278; 55.72444
ფართობი 2,86 კმ²
უმაღლესი წერტილი 172 მ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი ბე-სენტ-ანი
დემოგრაფია
მოსახლეობა 200 (2009)
სიმჭიდროვე 69,93 ად. /კმ²

კურიოზი (ფრანგ. Curieuse) — სეიშელის შიდა კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მომცრო (2,86 კმ²) გრანიტის კუნძულია, რომელიც მდებარეობს 1 კმ-ზე ცოტათი ჩრდილოეთით კუნძულ პრასლინიდან, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 172 მეტრი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის კუნძული ცნობილია, როგორც ერთ-ერთი იმ ორი ადგილიდან, სადაც იზრდება სეიშელის პალმა. კუნძულზე ასევე ბინადრობს ატოლ ალდაბრიდან შემოყვანილი დაახლოებით 500 გიგანტური კუ. კუნძულის ირგვლივ არსებულ წყლებში ბინადრობს სხვა ჯიშის კუ — ბისა, რომელიც ნაპირზე გამოდის მხოლოდ კვერცხების დასადებად. ფრინველთაგან ბუდობს პატარა თუთიყუში-ვაზის (ლათ. Coracopsis nigra) სეიშელის ქვესახეობა. მცენარეულობიდან ასევე გავრცელებულია ტამანუ (ლათ. Calophyllum inophyllum).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე კუნძულს სახელად ერქვა ილ-რუჟი (Ile Rouge — ფრანგულად «წითელი კუნძული») ნიადაგის ფერის გამო[1]. 1768 წელს კუნძულმა მიიღო თანამედროვე სახელი, იმ გემის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მარკ ჟოზეფ მარიონ-დიუფრენი, რომელმაც ეს ტერიტორია საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1771 წელს მეზღვაურებმა პალმების ნაყოფის შეგროვების გასაადვილებლად გადაწვეს კუნძული და ხანძრის კვალი ჩანს დღემდე.[2] 1827 წელს კუნძულ მავრიკის მთავრობამ კუნძულზე მოაწყო ლეპროზორია და 1965 წლამდე კუნძულის მაცხოვრებლები იყვნენ მხოლოდ ექიმები და ავადმყოფები[3]. 1979 წელს კუნძული და სანაპირო წყლები შევიდა საზღვაო კურიოზის ეროვნული პარკის შემადგენლობაში ფართობით 14,7 კმ²[4].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა — დაახლოებით 200 ადამიანი (2009 წელი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]