კურეიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კურეიკა (ლიუმა, ნუმა) — მდინარე რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 888 კმ., აუზის ფართობი 44,7 ათასი კმ². სათავე აქვს პუტორანის პლატოს სამხრეთ ფერდობზე. მიედინება შუა ციმბირის ზეგანის ჩრდილოეთით, ღრმა ხეობაში. საზრდოობს თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხაჯი შესართავთან 664 მ³/წმ. იყინება შუა ოქტომბერში, ყინულძვრაა მაისის ბოლოს. სანაოსნოა შესართავიდან 130 კმ-ზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]