კურდღელაურის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურდღელაურის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კურდღელაურის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომის ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი მოგრძო, თხელი ქვით, თარაზულად არის გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ეკლესია ნათდება ორი, სწორკუთხა სარკმლით. მათ შორის ერთი აფსიდის ცენტრშია, მეორე დასავლეთ კედელში. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, დგას ოთხკუთხა ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]