კურდღელაურის კავთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურდღელაურის კავთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კურდღელაურში. სავარაუდოდ, თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია დასავლეთიდან ეკვრის კვადრატული გეგმის, სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც შესაბამისს კედელს წყობი ტარ ებმის.

შენობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ, ორ სამშენებლო ფენას შეიცავს, რომელებიც სხვადასხვა მასალითაა შესრულებული.

შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. დასავლეთის შესასვლელი, შიგნიდან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, ჩრდილოეთისა კი ხის ძელებით.

დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი, მარტივი პილასტრია. რომელზეც კარის საბჯენი თაღებია დაყრდნობილი. თაღები შეისრულია, შეისრულია კამარაც. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი აფსიდს დარბაზისგან გამოჰყოფს

2003 წელს, ადგილობრივ მოსახლეობის მიერ, ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: შიგნით ეკლესია მთლიანად შელესეს, ააგეს კანკელი, საკურთხეველისა და დარბაზის იატაკზე დააგეს კვადრატული აგური, გარედან ალად-ალაგ, აღადგინეს კედლების ზედა ნაწილები და ლავფარდანი, ეკლესია გადახურეს კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]