კურაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურაში საბანტუის დროს

კურაში (ასევე კურეში, კორეში, კულეში და მსგავსი ვარიანტები) — შუა აზიაში გავრცელებული ხალხური ჭიდაობის მრავალი სტილი. ინგლისური სახელი ზოგიერთ თურქულ ენათა ჯგუფში შემავალ ენებში არსებული ტერმინიდან „ჭიდაობა“ მოდის.

კურაშის მოჭიდავეები (თათრულად köräşçelär) იყენებენ პირსახოცებს მეტოქის დასაჭერად და მათი მიზანია მეტოქის ფეხზე გადაგდება, წაქცევა. ჭიდაობა ფოლკლორული ფესტივალის, საბანტუის ერთ-ერთი მთავარი შეჯიბრია.[1] აზერბაიჯანულ ენაზე სპორიტ იწოდება როგორც گولش / ҝүләш / güləş in Azerbaijani, көрәш ბაშკირულ ენაზე,, кӗрешӳ ჩუვაშურად, күрес / küres ყაზახურად, күрөш / küröş in ყირგიზულად, кӱреш / küreş in Shor, küreş / күреш / көрәш / kөrəş თათრულ ენაზე, güreş in თურქულად, göreş in თურქმენულად და kurash უზბეკურად. ყველა ეს ტერმინი მოდის ძველთურქული keriš. კურეშში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1999 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ თერთმეტჯერ გაიმართა 2000 (ანტალია, 2001 (ბუდაპეშტი), 2002 (ერევანი) , 2005 (ტაშკენტი), 2007 (ულან-ბატორი), 2009 (ალუშტა), 2011 (ტერმეზი), 2013 (სტამბოლი), 2015 (ხორემაბადი), 2017 (სტამბოლი) და 2019 (ჩუნგ-ჯუ) წლებში. 8-ჯერ გაიმართა კურეშში მსოფლიო ახალგაზრდული, 20 წლამდელთა ჩემპიონატი. პირველად ტურნირი 2000 წელს, რუსეთის ქალაქ ტვერში ჩატარდა. ამის შემდეგ ტურნირი კიდევ შვიდჯერ, 2002, 2004, 2006, 2008, 2010, 2012 და 2016 წლებში გაიმართა. 2019 წლის 27 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მიიღო ორთვიანი დისკვალიფიკაცია, რომლის ათვლაც 29 მარტიდან დაიწყო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან მიიღო მონაწილეობა კურეშის მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც გამოწვეული იყო იმით რომ ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში მყოფ ძიუდოისტებს ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.[2] კურეშის საერთაშორისო დებიუტი შედგა 2018 წლის აზიურ თამაშებზე რომელიც ინდონეზიის დედქალაქ ჯაკარტასა და ქალაქ პალემბანგში ჩატარდა.[3] კურეში ასევე იყო 2019 წლის 30-ე სამხრეთ აზიის თამაშებზე, რომელსაც 2019 წელს ფილიპინებმა უმასპინძლა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Drayton, James. (4 July 2012) Sabantuy. home to roam. ციტირების თარიღი: 11 July 2012
  2. გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
  3. Fachrul Sidiq (August 31, 2018). „Asian Games: Underdog Indonesian shocks favorites to win bronze“. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 31 August 2018.
  4. „Philippines ready to hold 'largest' SEA Games opening with grand ceremony“. ABS-CBN News. November 30, 2019.