კურაკინის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურაკინის აგარაკი
Куракина Дача
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802397000

კურაკინის აგარაკი (რუს. Куракина Дача) — პარკი სანქტ-პეტერბურგის ნევის რაიონში. მდებარეობს ობუხოვის თავდაცვის პროსპექტს, ლესნოზავოდსკის ქუჩას, ბაბუშკინის ქუჩას, კრაზნი-ზორის ბულვარსა, პირდაპირ პროსპექტსა და ივანოვსკის ქუჩებს შორის. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ჭაობი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკმა სახელწოდება მიიღო აქ განთავსებული ძმების ალექსიდრე და ალექსი კურაკინების გვარის მიხედვით.

კურაკინის აგარაკის ტერიტორიაზე მდებარეობს ნიკოლაევსის ინსტიტუტის შენობა, რომელიც აგებულია XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში და გადაკეთებულია 1869 წელს არქიტექტორ ივან იოჰანსონის პროექტის მიხედვით.შენობის პირველი სართული, რომელიც ატარებს არქიტექტურის ძეგლის სტატუსს, აგებულია ქვს მასალით, ხოლო მეორე ნაგებობა აგებულია ხის მასალით. დიდი ხნის განმავლობაში შენობა მიტოვებული იყო, ხოლო 2006 წლის 12 ივლისს მას ხანძარი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. ერთი წლის მერე 2007 წლის 24 ივნისს შენობაში კივევ ერთი ხანძარი გაჩნდა. მომდევნო წლის გაზაფხულზე შენობა უკანონოდ დაანგრიეს, ამის შემდეგ შენობა კვლავ უკანონოდ აღადგინეს ქვის მასალით სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სახელმწიფო კონტროლის, გამოყენებისა და დაცვის კომიტეტთან შეთანხმების გარეშე. შენობის მშენებლობა დასრულდა 2010 წლის ბოლოსაკენ.

ახლად გარემონტებულ შენობაში დაგეგმეს განეთავსებინათ ბავშვთა თავშესაფარი. თავშესაფრის დირექტორად დანიშნეს სასულიერო პირი ალექსანდრე ტკაჩენკო.

გარემონტებულ ქვის შენობაში ამჟამადგანთავსებულია საბნქტ-პეტერბურგის № 328 საშუალო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]