კურაიშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურაიშებიარაბული ტომი, რომელიც შეადგენს მექის ძირითად მოსახლეობას. შედგება 10 გვარისაგან; ყველაზე ცნობილი გვარი ომაია, რომლის მონათმფლობელთა და ვაჭარ-მევახშეთა ზედაფენა ბატონობდა მექაში წინაისლამურ პერიოდში, და ჰამიში, რომელსაც ეკუთვნოდა მაჰმადი. კურაიშების ტომიდან წარმოსდგა ომაიანთა, აბასიანთა და მექის შერიფების დინასტიები. უახლეს პერიოდში კურაიშებს უკავშირებენ თავის წარმომავლობას ჰაშიმიდების დინასტიის (გაბატონებული დინასტია იორდანიაში, 1958 წლამდე ერაყშიც) გამგებლები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]