კუპრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუნებრივი კუპრიტი

კუპრიტისპილენძის წითელი მადანი, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Cu2O. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, დოდეკაედრული, იშვიათად ნემსისებრი აქვს. ქმნის დრუზებს, მკვრივ მიწისებრ და მარცვლოვან აგრეგატებს. ფერი წითელი, ელვარება ალმასისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4; სიმკვრივე 5850-6200 კგ/მ³. გვხვდება სპილენძის საბადოების დაჟანგვის ზონაში, სადაც წარმოიქმნება სპილენძის პირველადი სულფიდების ხარჯზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]