კუპრიანთკარის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუპრიანთკარის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ კუპრიაანთკარის აღმოსავლეთ განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანის დასასრულს. 1964 წელს მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი). ორმოსამარხები რომლებშიც გამოჩნდა ლეგიკეციანი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს სამაჯურები, ჩაშვებულია ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღებულ კულტურულ ფენაში, სადაც ყურადღებას იქცევს ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა. სიონის წყალსაცავის მაქსიმალური შევსებისას სამაროვანი წყლით იფარება.

არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]