კუნკული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუნკული

კუნკული (ბარტყული) (ბერძ. „აქლემი“) — შავი ან იისფერი, ზედა ნაწილში გაფართოებული ცილინდრის ფორმის თავსაბურავი, რომელიც გადაჭიმულია ნაჭრით. მისი სახელწოდება წარმოსდგება აქლემის ბეწვისაგან, რომელსაც იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მზისგან დასაცავად. იისფერი კუნკულ-ბარტყულიც ჯილდოს სახით ეძლევათ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს. შავ კუნკულ-ბარტყულს ატარებს მორჩილი და იგი ასევე წარმოადგენს იეროდიაკონისა და არქიდიაკონის თავსაბურავს.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, მღვდელმსახურებს შეუძლიათ ატარონ კუნკული ღვთიმსახურების შესრულების გარკვეულ პერიოდში.

სიმბოლურად, კუნკულ-ბარტყული გამოხატავს უფლის ეკლიან გვირგვინსა და სხეულის მოკვდინებას.