კუნგურის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნგურის მღვიმე
Кунгурская пещера
კოორდინატები: 57°26′25″ ჩ. გ. 57°00′26″ ა. გ. / 57.44028° ჩ. გ. 57.00722° ა. გ. / 57.44028; 57.00722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 5700 მ
სიღრმე 27 მ
მოცულობა 206 000 მლნ. მ³
აღმოჩენის წელი XVIII ს.
შესასვლელთა რაოდენობა 2
ტიპი კარსტული
კუნგურის მღვიმე — რუსეთი
კუნგურის მღვიმე
კუნგურის მღვიმე — პერმის მხარე
კუნგურის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

კუნგურის მღვიმე (რუს. Кунгурская пещера) — კარსტული მღვიმე რუსეთში, ურალში. წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივ ძეგლს. მდებარეობს რუსეთის ევროპულ ნაწილში, პერმის მხარეში, მდინარე სილვის მარჯვენა მხარეს, ქალაქ კუნგურის სიახლოვეს. ქალაქ პერმიდან გაწოლილია დაახლოებით 100 კმ-ში. კუნგურის მღვიმე რუსეთის ევროპული ნაწილის ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. გამომუშავებულია პერმული სისტემის თაბაშირიან და ანჰიდრიტიან ფენებში.[1] მღვიმის სიგრძეა 5700 მ, რომელთაგან 1,5 კმ კეთილმოწყობილია და გამოიყენება ტურიზმისთვის. მღვიმის ცენტრში ჰაერის საშუალო ტემპერატურა აღწევს +5°C-ს. იმავე ადგილში შეფარდებითი სინოტივე უდრის 100%-ს.

კუნგურის მღვიმე შეიცავს დაახლოებით 50-მდე გროტს, 70 ტბას და 146 ეგრეთ წოდებულ „ორგანულ მილს“. შესასვლელთან ბევრია ყინულის კრისტალი, სტალაქტიტი და სტალაგმიტი.

პირველი წერილობითი წყაროები მღვიმის შესახებ გვხვდება XVIII საუკუნეში. პირველად გეგმა შეადგინა სიმონ რემეზოვმა 1703 წელს. მოგვიანებით მღვიმე მოინახულა ვასილი ტატიშჩევმა. 1948 წელს მღვიმესთან შეიქმნა სამეცნიერო სტაციონარი. კუნგურის მღვიმეში ექსკურსიები ტარდება შორეული 1914 წლიდან. ტურიზმის განვითარების გამო 1969 წელს გაიხსნა კუნგურის სამოგზაურო და საექსკურსიო ბიურო. 1980 წელს მღვიმე მოინახულა 202 481, ხოლო 1994 წელს 51 400 ადამიანმა. მიდამოებში გაშენებულია ტურისტული კომპლექსი „სტალაგმიტი“ — სასტუმროებით, რესტორნებითა და ავტოსადგურებით. გროტებში ჰაერის ტემპერატურა ნულს უტოლდება.

განსაკუთრებული ესთეტიკურობით გამოირჩევა მღვიმეში არსებული ტბები, რომელთა წყლები დაკავშირებულია მდინარე სილვასთან. უდიდესი ტბის მოცულობა 1300 მ³-ია, ფართობი 1460 მ², ხოლო სიღრმე 5 მ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]