კულმუხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კულმუხო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  კულმუხო
ლათინური სახელი
Inula helenium

კულმუხო (ლათ. Inula helenium) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1—2 აღწევს. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, კალათა ყვავილედში თავმოყრილი ყვითელი ყვავილები.

გავრცელებულია ევრაზიაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, სადაც იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე.

მისი ფესურა და ფესვები ინულინს და ეთეროვან ზეთს შეიცავს. კულმუხოს პრეპარატებს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]