კულიშკის ყველაწმინდის ეკლესია
კულიშკის ყველაწმინდის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′12″ ჩ. გ. 37°38′06″ ა. გ. / 55.75333° ჩ. გ. 37.63500° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1380 |
კულიშკის ყველაწმინდის ეკლესია (რუს. Церковь Всех Святых на Кулишках) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია 1380 წელს. მდებარეობს მოსკოვის კიტაი-გოროდის ახლოს, ტვერის რაიონში.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხის ეკლესია ამ ადგილზე ააგეს დიმიტრი დონელის დროს. რუსულ ისტორიულ წყაროებში, 1364 წლისათვის, როდესაც აღწერენ მოსკოვის დიდ ხანძარს (რომელმაც მოგიანებით მიიღო ყველაწმინდის სახელი), ყველაწმინდის ეკლესია უკვე მოიხსენიება როგორც უკვე არსებულს. XVIII საუკუნის ბოლოსათვის მოსკოვის შესახებ არსებულ გზამკვლევებში გაჩნდა წინადადება ტაძრის მშენებლობის შესახებ, რომელიც მიეძღვნებოდა 1380 წლის 8 სექტემბერს კულიკოვოს ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. XIV საუკუნეში, ეკლესიისათვის შერჩეული ადგილი, მდებარეობდა მოსკოვის საზღვართან შორიახლოს და ტერმინი კულიშკა იყო „ქვეყნის დასასრულს“ მდებარე ადგილის სინონიმი, თუმცა მოგვიანებით იგი მოსკოვის ისტორიულ ცენტრად იქცა.
ეკლესია 1488 წელს მთლიანად გადააკეთეს, ასევე მოხდა მოსკოოვური ბაროკოს სტილში მისი გადაკეთება 1687-1689 წლებში.
საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს ეკლესია დახურეს, მაგრამ ტაძრის დაგეგმილი დანგრევა არ შედგა, რასაც შეეგუა სახელმწიფო უშიშროების ორგანოები. თუ რაში გამოიყენებდნენ ეკლესიის შენობას, კარგად მეტყველებს 1994 წელს ეკლესიის სარდაფში აღმოჩენილი დახვრეტილი ადამიანის ცხედრები[1].
1975 წელს შენობა გადაეცა მოსკოვის ისტორიის მუზეუმს, რასთან დაკავშირებითაც 1970-1982 წლებში მიმდინარეობდა ამ საინტერესო არქიტექტურული ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები.
1978-1979 წლებში კულიკოვოს ბრძოლის 600 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით წარიმართა არქეოლოგიური კვლევა-ძიება, რის შედეგადაც აღმოაჩინეს XIV საუკუნის თავდაპირველი ტაძრის ფუნდამენტი.
ეკლესიის აღდგენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1994 წელს ეკლესიის სარდაფში აღმოაჩინეს დახვრეტილთა ცხედრები და მათი პატივისცემის ნიშნად სარდაფის კედელთან აღმართეს ჯვარი ახალმოწამეეთა გამოსახულებით[2].
1998 წელს ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი ოდესიდან მოსკოვში გადაიტანეს და განათავსეს კულიშკის ყველაწმინდის ტაძარში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Малиновский А. Ф. Обозрение Москвы. / Сост. С. Р. Долгова. — М., Моск. рабочий, 1992. 256 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт დაარქივებული 2020-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Росписи в Храме დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Официальная информация
- Церковь Всех Святых на Православие.Ru
- Церковь Всех Святых на sobory.ru
- История церкви на КуликовоПоле. Ru
- Разрушение захоронений воинов, падших в Куликовской битве, фундаментов 16-17 веков, белокаменных надгробий, культурного слоя 14-17 веков
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Достопримечательности Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-26. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
- ↑ Собор