შინაარსზე გადასვლა

კულინარიული ხელოვნება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კულინარიული ხელოვნების ინსტრუქტორი გვინეტის ტექნიკურ კოლეჯში, ლორენსვილი, ჯორჯია, 2015

კულინარიული ხელოვნება — წარმოადგენს კულინარიის ხელოვნებას, რომელიც მოიცავს საკვების მომზადებას, მოსამზადებელ პროცესებს და საკვების მომზადებას, როგორც წესი, სასადილო წესით მიღებული სასადილო კერძების სახით.[1][2] ამ სფეროში მომუშავე ადამიანები — განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა რესტორნები — ჩვეულებრივ იწოდებიან შეფ-მზარეულებად ან მზარეულებად, თუმცა ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება ტერმინებიც: კულინარიული არტისტი და კულინარიორი.

გამოცდილი შეფ-მზარეულები პასუხისმგებელნი არიან ისეთი კერძების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ესთეტიკურად მიმზიდველიც არის და გემრიელიც. ეს ხშირად მოითხოვს ცოდნას კვების მეცნიერების და დიეტოლოგიის მიმართულებით. რესტორნების შემდეგ მათი მთავარი სამუშაო გარემოებია დელიკატესების მაღაზიები და შედარებით დიდი დაწესებულებები, როგორიცაა სასტუმროები და ჰოსპიტალები

კულინარიული ხელოვნების სათავეები იწყება პრიმიტიულ ადამიანებთან, დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ.[3] არსებობენ სხვადასხვა თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ადამიანები ცეცხლს ხორცის მოსამზადებლად. ანთროპოლოგი რიჩარდ რენჰემი, წიგნის — Catching Fire: How Cooking Made Us Human — ავტორის განცხადებით,[4] პრიმიტიული ადამიანები უბრალოდ აგდებდნენ უმ ხორცის ნაჭერს ალში და აკვირდებოდნენ, როგორ იწვებოდა. სხვა თეორიის მიხედვით, ადამიანებმა პირველად შემთხვევით გასინჯეს შემწვარი ხორცი — მაშინ, როცა ტყის ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველის ხორცი უფრო მადისაღმძვრელად, ადვილად საღეჭად და ადვილად მოსანელებლად აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივი უმი ხორცი.[5]

  1. Gleason, Jerry; America, Culinary Institute of (2013) Introduction to Culinary Arts (en). Pearson. ISBN 978-0-13-273744-9. 
  2. Gibson, Mark (2018-01-04). Food Science and the Culinary Arts (en). Academic Press. ISBN 978-0-12-811817-7. 
  3. Rupp, Rebecca. A Brief History of Cooking With Fire. ციტირების თარიღი: 22 March 2019
  4. Wrangham, Richard. Catching Fire: How Cooking Made Us Human. 
  5. Ruether, Rosemary (1992-07-01). „Men, Women and Beasts: Relations to Animals in Western Culture“. Between the Species. 8 (3). doi:10.15368/bts.1992v8n3.2.