კულიკოვის ბიუსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კულიკოვის ბიუსტი
Бюст Куликова
მდებარეობა სემიკარაკორსკი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მასლიჩენკო
თარიღდება 2007
მიძღვნილია ბორის კულიკოვი
გარე სურათები
სემიკარაკორსკი. მწერალ კულიკოვის ბიუსტი

კულიკოვის ბიუსტი (რუს. Бюст Куликова) — ძეგლი სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მწერალ ბორის კულიკოვს. გაიხსნა 2007 წელს. ბიუსტის ავტორია ივან მასლიჩენკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სემიკარაკორსკში დგას რაიონის ცნობილი ადამიანების რამდენიმე ბიუსტი, მათ შორის: მწერალი ვ. ზაკრუტკინი, მწერალი ბ. კულიკოვი, მშენებელი ა. არაკანცევი, თევზის მრეწველობის ხელმძღვანელი ი. აბრამოვი. ამ ბიუსტების ავტორია ივანე ივანეს ძე მასლიჩენკო.

2007 წლის 23 სექტემბერს ქალაქის დღეზე სემიკარაკორსკში პიონერთა მოედანზე გაიხსნა მწერალ ბ. კულიკოვის ძეგლი. ბ. კულიკოვი დაიბადა სტანიცა სემიკარაკორსკში. სწავლობდა სკოლაში, შემდეგ როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ სემიკარაკორსკში

წერა და ნაშრომების გამოქვეყნება დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. მისი პირველი წიგნი „ლექსები“ გამოსცა 1964 წელს გამომცემლობა „მალადაია გვარდიაში“. 60-იან წლებში მისი ავტორობით გამოდის წიგნები„თიბვის დრო“ 91968 წ.), 70-იანებში — „საოცარი თვე“ (1972 წ.), „კულიკოვოს ველი“ (1973 წ.), 80-იანებში — „სიმამაცე“ (1983 წ.), „თავნება“ (1984 წ.). მისი რამდენიმე ნაშრომი ეძღვნება მშობლიურ ქალაქ სემიკარაკორსკს. წერდა ასევე პოემებსა და მოთხრობებს. 1975 წელს გამოვია მისი წიგნი „ჩემი ძვირფასი ხალხი“, 1976 წელს — წიგნი „მოჩქარე“.

სხვადასხვა დროს ბ. კულიკოვი მუშაობდა კუსტანაის ოლქში, ალთაიში და ხშირ-ხშირად ბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქში. მწერალს სტუმრბდნენ ვასილი შუქშინი, ა. ლარიონოვა, ნ. რიბნიკოვი და სხვ.

ადგილობრივი მოსახლეობა პატივს მიაგებდა მწერალს. მისი სახელი მიენიჭა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას. ყოველწლიურად აგვისტოში იმართება საღამო „კულიკოვის აგვისტო“[1], ხოლო 2007 წლიდან „კულიკოვის შემოდგომა“[2]. მწერლის პატივსაცემად მოქალაქეები იკრიბებიან მის ძეგლთან და კითხულობენ მის ლექსებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის ნიკოლოზის ძე კულიკოვის ძეგლი დგას აგურის კვარცხლბეკზე. ბიუსტის უკან დგას ქვის ლოდი, რომლის სწორ ზედაპირზე წარწერილია მისი ლექსისი სტრიქონები. ძეგლის გარშემო ტერიტორია კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Казачья песнь. Памяти Бориса Куликов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2017-04-17.
  2. Литературная колыбель