კუკუ მორეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუკუ მორეი
მშობ. სახელი Cuckoo ან Cukoo
დაბ. თარიღი 1928
გარდ. თარიღი 30 სექტემბერი 1981
ეროვნება ინდოელი
საქმიანობა მსახიობი, მოცეკვავე
აქტიური 1946–1963

კუკუ მორეი, უბრალოდ კუკუ ან ინგლ. Cukoo, (დ. 1928 — გ. 30 სექტემბერი, 1981)[1] — ინდურ-ინგლისური წარმოშობის ინდური კინოს [2] მოცეკვავე და მსახიობი. 1940-50-იან წლებში იყო ბოლივუდის ფილმების ცეკვის დედოფალი. აგრეთვე ცნობილი იყო „რეზინის გოგონას“ სახელითაც. ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ კუკუს ნამდვილი სახელი იყო კუკუ მორეი (Cuckoo Moray).[3]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკუ მორეის დებიუტი ეკრანზე შედგა ფილმში „Arab Ka Sitara“ 1946 წელს.[4] შემდეგ იყო ფილმი „Stum Chandi“, ფართო აუდიტორიამ, კინო-კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა სწრაფად მიაქციეს ყურადღება ნიჭიერ მოცეკვავეს. ამ პერიოდში კუკუს კარიერაში გარდამტეხი იყო მეჰბუბ ხანის ფილმები. მისმა საცეკვაო ნომერმა ფილმიდან „Anokhi Ada“ (1948) დააფუძვნა ეპოქის წამყვან მოცეკვავედ. რეჟისორ მეჰბუბ ხანის 1952 წლის ფილმი „Aan“ ერთადერთი ფერადი ფილმია კუკუ მორეის მონაწილეობით. მხოლოდ ერთი საცეკვაო ნომრის შესრულებისათვის კუკუს უხდიდნენ 6000 რუპიას.[5], რაც შესაშური ხელფასი იყო 50-იან წლებში.[6]

გვიანდელი ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკუ მორეი დარჩა ეპოქის საუკეთესო მოცეკვავედ, სანამ კინოინდუსტრიაში არ გამოჩნდნენ შემდეგი თაობის მოცევავეები ჰელენი,  პადმინი და ვიჯაიანთიმალა. კუკუ იყო ინგლისურ-ბირმული წარმოშობის მოცეკვავის ჰელენის ოჯახის მეგობარი. კუკუ მორეი ცნობილი იყო თავისი უანგარო დახმარებით და ხელშეწყობით უცნობი მსახიობების მიმართ. მან წაიყვანა პირველად 13 წლის ჰელენი ფილმებში „Shabistan“ და „Awaara“ (ორივე 1951) გადასაღებად. მოგვიანებით კუკუ მორეი და ჰელენი კვლავ ერთად გამოჩნდნენ ფილმებში „Chalti Ka Naam Gaadi“ (1958) და „Yahudi“ (1958). მისი ბოლო ფილმი იყო „Mujhe Jeene Do“ (1963), რის შემდეგაც იგი საბოლოოდ გაუჩინარდა კინო ინდუსტრიიდან.

კუკუ მორეი გარდაიცვალა 53 წლის ასაკში 1981 წლის 30 სექტემბერს კიბოს სიმსივნით. მისი ავადმყოფობის პერიოდში იგი მთლიანად იყო მივიწყებული კინოინდუსტრიის მიერ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი
1948 Anokhi Ada მოცეკვავე
1949 Andaz შეილა
Barsaat რუბი
1950 Arzoo მოცეკვავე
1951 Hulchul
Awaara ბარის მოცეკვავე
1952 Aan
1955 Mr. & Mrs. '55 მომღერალი
1958 Chalti Ka Naam Gaadi
Yahudi
1959 Bus Conductor
1963 Mujhe Jeene Do

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Down Melody Lane 1981-1985
  2. Rishi, Tilak (2012). Bless You Bollywood!: A tribute to Hindi Cinema on completing 100 years. Trafford Publishing, გვ. 240. ISBN 1-466-93962-1. 
  3. Cuckoo's cineplot profile
  4. Early Icons Of Item Numbers, Sulekha, http://creative.sulekha.com/early-icons-of-item-numbers_547719_blog. წაკითხვის თარიღი: 14 January 2016
  5. The Tragic ending of Cuckoo Moore – Helen remembers Cuckoo, CinePlot, http://cineplot.com/the-tragic-ending-of-cuckoo-moore-helen-remembers-cuckoo/. წაკითხვის თარიღი: 14 January 2016
  6. Sandip Pal. (20 August 2015) Forgotten gems of Bollywood - The Times of India. The Times of India. წაკითხვის თარიღი: 2016-09-03.