კუკური წიქარიშვილი
კუკური წიქარიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1948[1] (76 წლის) |
დაბ. ადგილი | ბორჯომი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
კუკური წიქარიშვილი (დ. 12 აგვისტო, 1948, ბორჯომი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით. 1973 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1973-1977 წწ. — უფროსი ლაბორანტი; 1977-1979 წწ. — ინჟინერი. 1979-1982 წწ. კი უფროსი ინჟინერი. 1982 წლიდან უფროსი მეცნიერი.
1973 წლიდან საქართველოს კარსტული ზოლის დაბალი, საშუალო და მაღალმთიანი კირქვული მასივების შემსწავლელი 50-მდე სპელეოლოგიური და ბუნების სტიქიური მოვლენების შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე. 1973 წელს ჩაირიცხა ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებლად. საქართველოს კარსტული ზოლის განსხვავებულ ბუნებრივ ლანდშაფტურ ზონაში მდებარე მსგავსი მორფოლოგიის მქონე სიღრუეებში ჩატარებული მეტეოდაკვირვებების სტატისტიკური დამუშავებით, ჩამოყალიბდა კონცეფცია მღვიმის ჰაერის ტემპერატურასა და აბსოლუტურ სინოტივეზე ჰიფსომეტრიული ფაქტორის გავლენის შესახებ, რაც ნებისმიერი სიმაღლითი ზონის მღვიმეებისათვის კლიმატური რეჟიმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. დამუშავდა აგრეთვე რიგი პრაქტიკული საკითხები. აგრძელებს მუშაობას მთიანი მხარეების სპელეოკლიმატური, კარსტო-სპელეოგენეზის პრობლემაზე.
გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 1 ბროშურა, 115 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 30-ზე მეტი — სპელეოლოგთა საკავშირო (პერმი, 1981; მოსკოვი, 1982, 1990; კიევი, 1987; სანქტ-პეტერბურგი, 1990 და სხვ.) და საერთაშორისო (ბარსელონა, 1985; თბილისი, 1987; კოშიცე, 1988; სოფია, 1990 და სხვ.) სიმპოზიუმებისა და კონგრესის მასალებში.
1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. თემა: „საქართველოს კარსტული მღვიმეების კლიმატი მათ მორფოლოგიასა და რეგიონის ლანდშაფტურ თავისებურებებთან დამოკიდებულებით“.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლებად გამოცხადების შემსწავლელი კომისიის წევრი
- საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების წევრი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019 ISBN 9789941137990
- ბახალი ათონის მღვიმე ბუნების იშვიათი ძეგლი : წარსულის გახსენება, თბ., უნივერსალი, 2016, ISBN 9789941227097
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები, თბ., უნივერსალი, 2016, ISBN 9789941228438
- საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013, ISBN 9789941132971
- წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., გეოგრაფიის ინსტიტუტი, 2009, ISBN 9789941906350
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 297-298