კუკური გოგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიაშვილი.
კუკური გოგიაშვილი
დაბ. სახელი კუკური გოგიაშვილი
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1912
თბილისი
გარდ. თარიღი 24 ივნისი, 1984 (71 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი

კუკური პავლეს ძე გოგიაშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ქუთაისი — გ. 24 ივნისი, 1984, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი; „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის შალვა კარმელის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ქუთაისში, კოტე მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში და პარალელურად მუშაობდა ამავე თეატრში (1928–30). 1930 წელს თეატრთან ერთად გადავიდა თბილისში და მარჯანიშვილის გარდაცვალებამდე (1933) იყო მისი დასის წევრი. გოგიაშვილი სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრების მსახიობი და დრამატურგი. პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზეთ „მუშასა“ და ჟურნალ „ნიანგში“. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საბავშვო ჟურნალ „დილაში“.

პირველი ლექსები 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი საბავშვო წიგნი — „თინიკოს მამალი“ — 1940. გოგიაშვილს ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: „გაზაფხული“ (1947), „ტყის სტუმარი“ (1951), „აბლი-ბაბლი“ (1962), „მზეს უმღერიან“ (1970), „გაზაფხული მოდის“ (1972), „ათული და ბათული“ (1978), „შემოდგომას რა სჯობს“ (1983) და სხვ. ასევე წერდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებებს. მისი პიესები იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრსა („ფარავნელი ჭაბუკი“, „ალუბლები ჰყვავიან“, „ბაღნარში“ და სხვ.) და თოჯინების თეატრში („ბეკეკა“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „რუხი მგელი“ და სხვ.). დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით (1973).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]