კუკოლნიკის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუკოლნიკის სახლი
რუს. Дом Кукольника

მემორიალური დაფა
კოორდინატები 47°12′50″N 38°55′55″E / 47.213785° ჩ. გ. 38.932059° ა. გ. / 47.213785; 38.932059
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1861

კუკოლნიკის სახლი (რუს. Дом Кукольника) — სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1]. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. შემონახულია XXI საუკუნემდე[2].

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 74.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წელს ტაგანროგში, ხის სახლში, რომელიც აგებული იყო ქვის საფუძველზე, ცხოვრობდა კუკოლნიკების ოჯახი: ნესტორ ვასილის ძე და მისი ცოლი ამალია ივანოვა[1]. 1861 წელს მათ ააგეს ქვის ორსართულიანი სახლი, რომელიც შემონახულია ჩვენს დრომდე. 1860-იანი წლებიდან სახლი ითვლებოდა მათ კუთვნილებად. ნესტორ კუკოლნიკი ამს ახლში ცხოვრობდა 1859-1868 წლებში[2]. ტაგანროგის ისტორიაში ნესტორი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო: იგი მუშაობდა ხარკივი-ტაგანროგის რკინიგზის პროექტზე[3]. ამის შემდეგ იგი გაგრძელდა კავკასიისაკენ და ეწოდა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზა. იგი იყო მუსიკალური საზოგადოების დამაარსებელი. 1865 წელს აირჩიეს საკრებულოს წევრად[4]. გარდა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, ეწეოდა აქტიური შემოქმედებით მოღვაწეობასაც. იგი წერდა რომანსებს, რომლებზეც მიხაილ გლინკა ქმნიდა მუსიკას. მისი ერთ-ერთი რომანსი შეასრულა თევდორე შალიაპინმა. ნესტორ კუკოლკინის ნათლია იყო იმპერატორი ალექსანდერე I[4].

კუკოლნიკის სახლის ზედა სართულები იჯარით იყო გაცემული. ამავე სახლში ცხოვრობდა კოსტანტინ რაბოტინი, რომელიც დაკავებული იყო ნოტარიუსის საქმიანობით.

1898-1915 წლებში სახლი ეკუთვნოდა აზოვ-დონის კომერციულ ბანკს[2]. 1920 წელს შენობაში განთავსდა ფინანსური განყოფილება და სახალხო განათლების განყოფილება. სახალხო განათლების განყოფილება მოიცავდა ოთხ ქვეგანყოფილებას: სკოლამდელი, სასკოლო, სკოლისშემდეგი და მუსიკალურ-თეაატრალური განყოფილებები[2]. 1947 წელს შენობის პირველ სართულზე გაიხსნა საქალაქო არქივი, ხოლო იქვე გაიხსნა შემნახველი ბანკი, ცენტრალური სტატისტიკის სამმართველო და ლენინის რაიონის ფინანსური განყოფილება (ფინგანი).

1992 წლიდან დაცულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. XXI საუკუნეში ნესტორ კუკოლნიკის სახლზე დაკიდეს მემორიალური დაფა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Дом 74. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-15. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Кукольника Дом//Энциклопедия Таганрога
  3. Гражданин Таганрога//Донской временник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-15. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
  4. 4.0 4.1 4.2 Кукольник Нестор Васильевич