კუილუ (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კუილუ
ფრანგ. Kouilou
KouilouSounda.jpg
ქვეყანა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
სათავე 3°06′43″ ს. გ. 14°20′36″ ა. გ. / 3.11194° ს. გ. 14.34333° ა. გ. / -3.11194; 14.34333
შესართავი ატლანტის ოკეანე
4°28′15″ ს. გ. 11°41′50″ ა. გ. / 4.47083° ს. გ. 11.69722° ა. გ. / -4.47083; 11.69722
შესართავის მდებარეობა ქალაქ პუენტ-ნუარიდან 30 კმ-ით ჩრდილოეთით
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 560 კმ
აუზის ფართობი 61 707 კმ²
კუილუ (მდინარე) — კონგოს რესპუბლიკა
კუილუ (მდინარე)
კუილუ (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

კუილუ (ფრანგ. Kouilou, ასევე კუილუ-ნიარი, კვილა და კვილი) — მდინარე კონგოს რესპუბლიკაში. შუა წელზე ნიარი ეწოდება. მიედინება ბუენზის, ლეკუმუს, ნიარის და კუილუს დეპარტამენტების ტერიტორიებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე 1882 წელს იქნა გამოკვლეული ხორვატი დრაგუტინ ლერმანის მიერ. მან მასზე აღმოაჩინა ჩანჩქერები, რომელსაც შუასაუკუნეების ხორვატიის ზრინსკების (ხორ. Zrinski, უნგრ. Zrínyi) დინასტიის პატივსაცემად დაარქვა ზრინსკების ჩანჩქერები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუილუ კონგოს რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდესი მდინარეა და დიდი აუზის მდინარეული ჩამონადენია, რომელიც მოიცავს ოთხი დეპარტამენტის ტერიტორიების დიდ ნაწილს. ზედა დინებაში მდინარე მიედინება დასავლეთისაკენ, მასზე მდებარეობენ ქალაქები მადინგუ, ნკაიი და ლუდიმა. ამ მონაკვეთში მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაყვანილია რკინიგზა ბრაზავილი — პუენტ-ნუარი. შემდეგ მდინარე უხვევს ჩრდილო-დასავლეთისკენ, სადაც მდებარეობს ქალაქი მაკაბანა. შემდეგ მარჯვნიდან მას უერთდება მისი უდიდესი შენაკადი — მდინარე ლუესე და უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში ქალაქ პუენტ-ნუარიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 კმ-ში.

ჰიდროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყლის ხარჯი სუნდას საკვლევ სადგურში, ატლანტის ოკეანეში ჩადინების ადგილიდან 134 კმ-ით მაღლა[1]:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]