შინაარსზე გადასვლა

კუზიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუზიანები
Variimorda villosa
Variimorda villosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  კუზიანები
ლათინური სახელი
Mordellidae

კუზიანები (ლათ. Mordellidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. მათი სხეული სიგრძე 2-10 მმ აღწევს. აქვთ ამობურცული ზურგი, ქვემოთ დახრილი წინაზურგი და თავი. ოჯახში 1100-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 120-ზე მეტი სახეობაა, განსაკუთრებით ბევრია ველის ზონაში. ბუდობენ ბალახოვანი მცენარეების ყვავილებზე, მატლები — დამპალ მერქანში ან ბალახის ღეროში. ზოგჯერ (მაგ., რძიანაზე) წარმოქმნიან გალებს ზოგი აზიანებს კულტურულ მცენარეებს, მაგ., მსეზუმზირას ქაცვფეხა (Mordellistena parvula) აკეთებს სავალებს მზესუმზირას ღეროებში, რიტაც აზიანებს მცენარეს.