კვენტინ ტარანტინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუენტინ ტარანტინო)
კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო, 2015 წელი
დაბადების სახელი კვენტინ ჯერომ ტარანტინო
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1963 (1963-03-27) (61 წლის)[1]
ნოქსვილი, ტენესი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
პროდიუსერი
მსახიობი
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
1994 — „მაკულატურა“

2012 — „ჯანგო გათავისუფლებული“
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი
1994 — „მაკულატურა“

2012 — „ჯანგო გათავისუფლებული“
BAFTA

საუკეთესო სცენარი
1994 — „მაკულატურა“

2012 — „ჯანგო გათავისუფლებული“
სხვა ჯილდოები

ოქროს პალმის რტო

1994 — „მაკულატურა“

კვენტინ ჯერომ ტარანტინო[2] (ინგლ. Quentin Jerome Tarantino [ˌtærənˈtiːnoʊ]; დ. 27 მარტი, 1963) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. თავისი კარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც დამოუკიდებელმა რეჟისორმა, რომლის ფილმებს ახასიათებდა არახაზობრივი სიუჟეტი, სატირული თემები და ძალადობის ესტეტიზაცია.[3]

მისი ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“ (1992), „მაკულატურა“ (1994), „მოკალი ბილი“ (2003, 2004), „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009), „ჯანგო გათავისუფლებული“ (2012). ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები. კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს თავის მეგობართან და კოლეგასთან რობერტ როდრიგესთან, ასევე მსახიობ სამუელ ლ. ჯექსონთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ როდრიგესი და კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო დაიბადა აშშ-ის ქალაქ ნოქსვილში, მსახიობ ტონი ტარანტინოსა და ძიძის კონი მაკჰიუს ოჯახში.[4] ტარანტინოს მამა, რომელიც მსახიობი და მოყვარული მუსიკოსია, წარმოშობით იტალიელია, ხოლო დედამისი ირლანდიელი, ასევე მისი გენეალოგია დაკავშირებულია ინდიელ ტომთან — ჩეროკისთან.[5][6]

ტარანატინო აღზარდა დედამისმა, რამეთუ ცოლ-ქმარი ბავშვის დამადებამდე გაცილდნენ ერთმანეთს. როდესაც კვენტინს 2 წელი შეუსრულდა დედამისთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ტორანსში, ხოლო შემდეგ ჰარბორ-სიტიში. კვენტინ ტარანტინო ლოს-ანჟელესში გაიზარდა, ჩააბარა ფლემინგის სკოლაში, სადაც დრამის გაკვეთილებს ეუფლებოდა.[7] 22 წლის ასაკში ტარანტინო მუშაობდა რეჟისორ ჯოშუა დაიმონდთან „El Visto Paradiso Three“ პროექტზე. ამასთანავე სამუშაოდ მოეწყო ვიდეო-არქივში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტინომ ჰოლივუდის ერთ-ერთ წვეუელებაზე გაიცნო პროდიუსერი ლოურენს ბენდერი. მან რომელიც დაარწმუნა ტარანტინო, დაეწყო სცენარებზე მუშაობა. პირველი სცენარი ტარანტინომ დაწერა 1985 წელს, თუმცა სცენარი არ იყო რეალიზებული. თავისი პირველი ფილმი („ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე“) კვენტინ ტარანტინომ გადაიღო 1987 წელს. ჟანრი კომედია. თუმცა დღეისათვის შემონახულია ფილმის მხოლოდ 36 წუთი, დანარჩენი ნაწილი კი განადგურდა ხანძრის გამო. აღსანიშნავია, რომ იმ დროიდანვე გამოვლინდა ტარანტინოს მიდრეკილება არა მხოლოდ რეჟისურისადმი, არამედ საპროდიუსერო, სამსახიობო და სხვა საქმიანობისადმი. ამ ფილმში ტარანტინო გვევლინება როგორც რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მსახიობი.

1992 წლის იანვარში გამოდის ტარანტინოს ოფიციალურად აღიარებული პირველი კინოფილმი „ცოფიანი ძაღლები“, რომელსაც იმთავითვე წარმატება ხვდა წილად. პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე. კრიტიკოსებმა კინო აღიარეს. მისი სცენარი ტარანტინომ სამ-ნახევარ კვირაში დაწერა. სცენარი წაიკითხა და მოიწონა ჰარვი კეიტელმა, რომელიც ფილმის მსახიობი და თანაპროდიუსერი იყო და ფილმისთვის სახსრების მოძიებაზე მუშაობდა.

1993 წელს ტარანტინოს სცენარი რეალიზებული იქნა სერიალისთვის „ნამდვილი სიყვარული“, 1994 წელს ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაიღეს კინოფილმი „მკვლელებად დაბადებულნი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ვუდი ჰარელსონმა. 1994 წელს ტარანტინოს სთავაზობენ ფილმ „სიჩქარე“-ზე მუშაობას, თუმცა მან უარი განაცხადა და გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც „მაკულატურის“ სცენარზე მუშაობდა.

1994 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „მაკულატურა“, სადაც ერთბაშად ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ჯონ ტრავოლტამ, უმა თურმანმა, სამუელ ლ. ჯექსონმა, ბრიუს უილისმა და სხვებმა ფილმი საკმაოდ პოპულარული გახადეს, ხოლო შემოსავალმა 200 მლნ. გადააჭარბა. ფილმში ტარანტინომ ძალადობის ესთეტიზაციისა და არათანმიმდევრუი თხრობის ხერხებს. ფილმისთვის ტარანტინომ ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს პრემიები მიიღო, როგორც საუკეთესო ორიგინალური სცენარის ავტორმა.

1995 წელს ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღო ფილმისთვის „ოთხი ოთახი“. კინოკრიტიკოსები ფილმს ცივად შეხვდნენ. 1996 წელს ტარანტინოს სცენარით რობერტ როდრიგესმა გადაიღო ფილმი „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ჯორჯ კლუნიმ და საკუთრივ კვენტინ ტარანტინომ. 1997 წელს ტარანტინომ გადაიღო თავისი რიგით მესამე ფილმი „ჯეკი ბრაუნი“.

ამ ფილმის შემდეგ ტარანტინო 6 წლის განმავლობაში კინოს ჩამოშორდა. ის გეგმავდა „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებას, თუმცა გადადო ის და დაიწყო „მოკალი ბილის“ სცენარის დამუშავება. ის ეფუძნებოდა პერსონაჟს, რომლის შექმნის იდეა ტარანტინოს და უმა თურმანს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. გადაღება 155 დღეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. სტუდია „მირამაქსი“ აჩქარებდა ტარანტინოს მონტაჟის დროს, რადგან ფილმის გამოშვება სწრაფად სურდათ. საბოლოოდ ისინი ფილმის ორად გაყოფაზე შეთანხმდნენ.

2004 ტარანტინო წელს იყო ჟიურის წარმომადგენელი კანის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაზე. ამ წელს ოქროს პალმის რტო მიეკუთვნა სკანდინავიურ დოკუმენტურ ფილმს „ფარენჰეიტი 9/11“, რომელიც მიეძღვნა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის კრიტიკას. 2007 წელს ტარანტინო როდრიგესთან ერთად მუშაობდა პროექტზე „გრაინდჰაუსი“. ტარანტინოს მიერ გადაღებულ ნაწილს ეწოდა „სიკვდილის მტკიცებულება“. ის 70-იანი წლების სლეშერ ფილმების მსგავსად იყო გადაღებული. მიუხედავად პოზიტიური გამოხმაურებებისა, ფილმი კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.

2009 წელს ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“. ფილმი ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში მოქმედ ებრაულ პარტიზანულ დაჯგუფებას. ფილმის გადაღება 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ფილმი 2009 წლის აგვისტოში გამოვიდა. ფილმმა კინოგაქირავებაში წარმატებას მიაღწია და მისმა შემოსავალმა შეადგინა $321 455 689, რითაც ის გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტარანტინოს ფილმებს შორის, „ჯანგო გათავისუფლებულის“ გამოსვლამდე.

2010 წელს ტარანტინო იყო ჟიურის თავმჯდომარე 67-ე ვენეციის კინოფესტივალზე. ოქროს ლომი მიეკუთვნა ფრენსის ფორდ კოპოლას შვილს სოფია კოპოლას, ფილმისთვის „სადღაც“.

ტარანტინოს შემდეგი ფილმი კვლავ ვესტერნი იქნება. ფილმის „საზიზღარი რვა” გადაღებები 2015 წლის იანვარში დაიწყება და მას The Weinstein Company გამოუშვებს.[8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვენტინ ტარანტინო სხვადასხვა დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა მირა სორვინოსთან, ელის ანდერსთან, სოფია კოპოლასთან, ჯული დრეიფუსთან, კეთი გრიფინთან.[9][10][11] ასევე არსებობს მითქმა-მოთქმა ტარანტინოსა და უმა თურმანს შორის არსებულ ურთიერთობაზე.[12] ტარანტინომ თურმანი თავის მუზად მოისხსენია. თუმცა ტარანტინომ ასევე დასძინა, რომ მათ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობაა.[13] მან განაცხადა ასევე, რომ აპირებს კინოს დატოვებას მაშინ, როდესაც მას 60 წელი შეუსრულდება. იგი სკეპტიკურად უყურებს ასევე ციფრული კინოინდუსტრიის ტექნოლოგიას. ტარანტინო ფუტ-ფეტიშისტია.[14][15]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი მოქმედებდა როგორც შენიშვნა
რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი მსახიობი როლი
1987 ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე დიახ დიახ დიახ დიახ კლარენს პული
1992 ცოფიანი ძაღლები დიახ დიახ დიახ მისტერ ბრაუნი
1993 ნამდვილი სიყვარული დიახ
1994 მაკულატურა დიახ დიახ დიახ ჯიმი დიმიკი
მკვლელებად დაბადებულნი დიახ მომყოლი
ჩემთან ერთად დაიძინე დიახ სიდი კამეო
მოკალი ზოი დიახ პროდიუსერი
1995 ოთხი ოთახი დიახ დიახ დიახ ჩესტერ რაში სეგმენტი ადამიანი ჰოლივუდიდან
სასოწარკვეთილი დიახ Pick Up Guy კამეო
დესტინი რთავს რადიოს დიახ ჯონი დესტინი
1996 მზის ჩასვლიდან განთიადამდე დიახ დიახ რიჩარდ გეკო
ექვსი გოგონა დიახ თვითონ
შედედებული სისხლი დიახ პროდიუსერი
1997 ჯეკი ბრაუნი დიახ დიახ დიახ ავტომოპასუხე ხმა
1999 დაღამებიდან გათენებამდე 2 დიახ პროდიუსერი
დაღამებიდან გათენებამდე 3 დიახ პროდიუსერი
2000 პატარა ნიკი დიახ დიაკონი კამეო
2003
2004
მოკალი ბილი (Vol. I & II) დიახ დიახ დიახ Crazy 88 Member კამეო
2004 ჩემი სახელია მოდესტი დიახ პროდიუსერი
2005 დოლტრი კელჰოუნი დიახ პროდიუსერი
ჰოსტელი დიახ პროდიუსერი
2006 სიბრაზის თავისუფლება დიახ პროდიუსერი
2007 გრაინდჰაუსი დიახ დიახ დიახ დიახ ლიუისი/მოძალადე #1
უორენი
სეგმენტი: სიკვდილის მტკიცებულება
სეგმენტი: შიშის პლანეტა
სუკიაკი-ვესტერნი-ჯანგო დიახ რინგო კამეო
ჰოსტელი II დიახ პროდიუსერი
2008 ჯოჯოხეთური მოგზაურობა დიახ პროდიუსერი
2009 უსახელო ნაბიჭვრები დიახ დიახ დიახ First scalped victim
American GI
კამეო
Film within a film: ერის სიამაყე
2012 ჯანგო გათავისუფლებული დიახ დიახ დიახ პატიმრების ზედამხედველი
2015 საძულველი რვა დიახ დიახ
2019 ერთხელ ჰოლივუდში დიახ დიახ დიახ

პერიოდული თანამშრომლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტინო პარიზში სეზარის დაჯილდოებაზე (2011).

გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“.[17]

„მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, თუმცა დამარცხდა, საბოლოოდ ოქროს ჟოლო ხვდა წილად მარლონ ბრანდოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1252): 30. Mar 29, 2013.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  2. film reference. (2012)Quentin Tarantino Biography (1963–). film reference. Advameg, Inc. ციტირების თარიღი: August 20, 2012.
  3. doi:10.1080/02564719908530214
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  4. Quentin Tarantino Biography (1963–). filmreference.com. ციტირების თარიღი: January 9, 2008.
  5. „3 Quentin Tarantino“. Entertainment Weekly. December 30, 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2011.
  6. „The Man and His Movies“. New York: Harper Perennial. 1995. p. 12. ISBN 978-006095161-0.
  7. Quentin Tarantino biography at yahoo.com
  8. The Weinstein Company to Distribute Quentin Tarantino's 'The Hateful Eight'
  9. Quentin Tarantino and Mira Sorvino are history დაარქივებული 2009-08-29 საიტზე Wayback Machine. .
  10. Coppola and Tarantino Share Suite დაარქივებული 2006-09-13 საიტზე Wayback Machine. .
  11. I'm the One That I Want.
  12. Quentin Tarantino Biography – Yahoo! Movies. Movies.yahoo.com (March 27, 1963). ციტირების თარიღი: March 2, 2010.
  13. http://web.archive.org/web/20080129011539rn_1/www.rollingstone.com/news/story/5939241/a_magnificent_obsession
  14. Hollywood Investigator article
  15. Admission on Tyra Banks via YouTube
  16. YUBARI INTERNATIONAL FANTASTIC ADVENTURE FILM FESTIVAL'93. yubarifanta.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2004. ციტირების თარიღი: September 19, 2009.
  17. Festival de Cannes: Pulp Fiction. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 10, 2011. ციტირების თარიღი: August 30, 2009.
  18. „Tarantino rides pedicab to escape traffic to Philippine presidential palace“. International Herald Tribune. August 15, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2008. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2011.
  19. IMDb | Road to the Oscars 2010 | Academy Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-10. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  20. „56-os dokumentumfilmért kapott magyar kitüntetést Tarantino és Lucy Liu (in Hungarian)“. origo.hu. March 16, 2010.
  21. Polanski and Tarantino feted at French film awards. BBC (26 February 2011). ციტირების თარიღი: 27 February 2011.