ისააკ კუენკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუენკა ისააკ)
ისააკ კუენკა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხუან ისააკ კუენკა ლოპესი
დაბადების
თარიღი
27 აპრილი, 1991 (1991-04-27) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
რეუსი, ესპანეთი
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი / მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გრანადა
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
1998–2001 ხუროკა
2001–2002 ესპანიოლი
2002–2005 ბარსელონა
2005–2007 სანტეს კრეუსი
2005–2008 რეუს დეპორტიუ
2008–2009 დამი
2009–2010 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 რეუს დეპორტიუ 0 (0)
2010–2012 ბარსელონა ბ 6 (2)
2010–2011საბადელი (იჯარით) 32 (5)
2011–2014 ბარსელონა 16 (2)
2013აიაქსი (იჯარით) 3 (0)
2014–2015 დეპორტივო ლა-კორუნია 27 (2)
2015–2016 ბურსასფორი 12 (1)
2016–17 გრანადა 37 (4)
ეროვნული ნაკრები
2011 ესპანეთი 21 წლ. 2 (0)
2012 ესპანეთი 23 წლ. 1 (0)
2011 კატალონია 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 მაისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 მაისი, 2017

ხუან ისააკ კუენკა ლოპესი (ესპ. Joan Isaac Cuenca López; დ. 27 აპრილი, 1991) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „გრანადის“ ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუენკამ ფეხბურთის თამაში დაიწყო 2001 წელს, „ესპანიოლის“ სკოლაში, როდესაც იგი იყო 10 წლის. 2003 წელს კი გაწევრიანდა „ბარსელონას“ აკადემიაში. 2006 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქალაქის კლუბ „რეუს დეპორტიუში“. 2008 წელს კი ჩაირიცხა „დამის“ რიგებში. 2009 წელს დაბრუნდა „ბარსელონაში“.

ბარსელონა B[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს კუენკა გამოცხადდა „ბარსელონა B-ს“ შემადგენლობაში, ამის შემდეგ იგი 1 წლიანი არენდით ასპარეზობდა კატალონიურ „საბადელში“, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა.

„საბადელის“ შემადგენლობაში მან ჩაატარა 32 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.

ისააკის დებიუტი „ბარსელონა B“-ს შემადგენლობაში შედგა 2011 წლის 4 სექტემბერს, „კარტახენის“ წინააღმდეგ, სადაც მან გოლის გატანა შეძლო.

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუენკა პირველად „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა 19 ოქტომბერს. ამ შეხვედრაში ლურჯ-ბროწეულის ფერები მასპინძლობდნენ „ვიქტორია პლზენს“, ისააკი კი მოედანზე გამოჩნდა მატჩის 88 წუთზე, დავიდ ვილიას ნაცვლად.

25 ოქტომბერს კი მისი დებიუტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში შედგა „გრანადას“ წინააღმდეგ, იგი შეხვედრის 90 წუთზე შემოვიდა მოედანზე.

29 ოქტომბერს, „მალიორკის“ წინააღმდეგ მან თავის კარიერაში პირველი გოლი გაიტანა „ბარსელონას“ მაისურით.

31 იანვარს კი მან გაახანგრძლივა კონტრაქტი ბარსასთან 2015 წლის ივნისამდე.

ბარსელონის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012–2013 წლების სეზონში კუენკამ ფეხი ვერ მოიკიდა „ბარსელონის“ ძირითად გუნდში და იჯარის წესით ჩაირიცხა ამსტერდამის „აიაქსში“. ნიდერლანდურ კლუბში ჩაატარა მხოლოდ 3 მატჩი. 2013–2014 წლების სეზონში „ბარსელონის“ ძირითად გუნდში არ უთამაშია, 2014–2015 წლების სეზონიდან კი „დეპორტივო ლა-კორუნიას“ ფეხბურთელი გახდა. 27 ჩატარებულ შეხვედრაში შეძლო 2 გოლის გატანა.

მომავალი სეზონიდან ჩაირიცხა თურქულ „ბურსასფორში“, სადაც ჩემპიონატში ჩაატარა 12 მატჩი, აქედან მხოლოდ 2 სრულად, შეძლო 1 გოლის გატანა.

2015 წლიდან „გრანადის“ ფეხბურთელია.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ბარსელონა
ნიდერლანდების დროშა აიაქსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]