კუდუხაანის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუდუხაანის კომპლექსი — არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მიდამოებში, კუდუხაანის ჩრდილო-დასავლეთით ორასიოდე მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე გაირჩევა სასახლის, ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნაშთები.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის ნანგრევების გარშემო, ასიოდე მეტრზე შემორჩენილია ქვით ნაგები სახლების კედლების კონტურები. სასახლეს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლების კვალიღაა შემორჩენილი.

ციხე-კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლესთან ახლოს იდგა ციხე-კოშკი, რომლის ზედა ნაწილი გარღვეულია, ამიტომ მას „ორკაპა ციხეს“ ეძახდნენ. კოშკში ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მიწიდან 2 მეტრზე. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ნიშია, მეორე სართულის კედლებში – ბუხარი, სამი ნიში და ერთი სარკმელი; მესამე სართულის ორ შემორჩენილ კედელში ნიში და სარკმელია კოშკს სათოფურები არა აქვს, რაც მოწმობს რომ იგი XVI საუკუნემდე უნდა იყოს აგებული.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – ერთი. კამარა, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა, ჩაქცეულია. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტი. კედლებზე ჩანს მოხატულობის კვალი.

ეკლესიას სამხრეთით აგურის კამაროვანი მინაშენი ჰქონია შემორჩენილია დასავლეთ მონაკვეთი. ეკლესიის სამხრეთით მდებარე ნაგებობების სარდაფი წარმოადგენს სამარხ კამერას, რომლის სამხრეთ კედელში ჩატანებული ორნამენტიანი ქვა სტელის ფრაგმენტი უნდა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]