კუდუხანთკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუდუხაანთკარი)
სოფელი
კუდუხანთკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ჭალა
კოორდინატები 42°02′53″ ჩ. გ. 44°23′14″ ა. გ. / 42.048278° ჩ. გ. 44.387444° ა. გ. / 42.048278; 44.387444
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კუდუხანთკარი — საქართველო
კუდუხანთკარი
კუდუხანთკარი — შიდა ქართლი
კუდუხანთკარი
კუდუხანთკარი — კასპის მუნიციპალიტეტი
კუდუხანთკარი

კუდუხანთკარი, კუდუხაანთკარი, კუდუხაანი — სოფელი საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში. ფორმალურად ცალკე სოფლად არ ითვლება და საკორინთლოს ნაწილს წარმოადგენს. ახლოს არის ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერთან.[1] მდებარეობს ლეხურის ხეობაში, საკორინთლოს გაღმა. მისასვლელი გზა სოფელ გორაკიდან აქვს.[2]

სოფელში ცხოვრობენ კუდუხაშვილები, ერთი ოჯახი იყო ბიგანიშვილებისაც.[1] მოსახლეობის უმეტესობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს კუდუხანთკარი დატოვა.[2]

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის კუდუხაანთ ციხე და კუდუხაანის კომპლექსი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „კუდუხაანთ უბნის სიცარიელე“. qartli.ge. 2017-03-09. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „უწყლო კუდუხანთკარი — ერგნეთის შეხვედრების მოლოდინში“. qartli.ge. 2020-09-09. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 206.