შინაარსზე გადასვლა

კუბური ქორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუბური ქორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ქორი
სახეობა:  კუბური ქორი
ლათინური სახელი
Accipiter gundlachi (Lawrence, 1860)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 106003462

კუბური ქორი (ლათ. Accipiter gundlachi) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. წარმოადგენს კუბის ენდემურ სახეობას.

მისი სხეულის სიგრძე 43-დან 51 სმ-მდეა. ფრთები მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. მკერდი მონაცრისფრო-ყავისფერი აქვს, იშვიათი შავი ზოლებით. მამრებს ბოლოები თეთრი აქვთ. სახეობის ძირითად ნაწილს მდედრი ქორები წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად აღემატება მამრებისას.

კუბური ქორის ბინადრობის ძირითადი ადგილებია - კუბის დასავლეთი ნაწილის და კუნძულ ხუვენტუდის ხელუხლებელი ტროპიკული ტყეები. ტროპიკული ტყეების განადგურების შედეგად სახეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით შეიძლება კუბური ქორი საერთოდ გადაშენდა კიდეც.

  • Винокуров А. А. Редкие птицы мира. — М.: Агропромиздат, 1987.