კუბის ქარიშხალი (1910)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1910 წლის კუბის ქარიშხალი
კატეგორია 4 ძირითადი ქარიშხალი (SSHWS/NWS)
Cuba hurricane 1910-10-17 weather map.jpg
10 ოქტომბრის შტორმის რუკა
ჩამოყალიბდა ოქტომბერი 9, 1910
გაიფანტა ოქტომბერი 23, 1910
უძლიერესი ქარები 1-წუთიანი მდგრადობა:
130 კმ/სთ
დაბალი წნევა 924 მბარი (ჰპა); 27.29 ვსდუ
მსხვერპლი ≥113
ზიანი $-199,999,900 (USD)

კუბის ქარიშხალი1910 წელს მომხდარი ქარიშხალი, რომელიც ყველაზე ცუდი და დამანგრეველი ტროპიკული ციკლონი იყო, რომლის ეპიცენტრიც კუბა იყო.

1910 წლის 9 ოქტომბერს სამხრეთ კარიბის ზღვაში წარმოიქმნა ქარიშხალი. ის მიდიოდა ჩრდილო-დასავლეთისკენ და უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ქარიშხალმა გახლიჩა გაფანტა წყლის დიდი არეალი და შემდეგ დაიწყო სვლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ფლორიდის გადაკვეთის შემდეგ ქარიშხალმა მოძრაობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთისკენ და გაემართა წყლისკენ. ქარიშხლის გახლეჩვის გამო, ზოგ რეპორტაჟში თქვეს, რომ რეალურად ორი ქარიშხალი იყო. კუბის ქარიშხალი კუნძულის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კატასტროფა იყო. ქარიშხალმა უსახლკაროდ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი. ფლორიდის ზოგიერთ წერტილში კატაკლიზმმა წყალდიდობაც გამოიწვია. ზარალი რაოდენობა ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა დანაკარგები კუბასა და ჰავანაში 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა. მხოლოდ კუბაში 100მდე ადამიანი გარდაიცვალა.

მეტეოროლოგიური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიშხლის მიმართულება

9 ოქტომბერს, ქარიშხლის სახეობა ტროპიკული დეპრესია წარმოიქმნა სამხრეთ კარიბის ზღვაში. ეს იყო პანამის ჩრდილოეთით. ქარიშხალი ძლიერდებოდა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. 11 ოქტომბერს ის ტროპიკულ შტორმად იქცა, ხოლო 12 ოქტომბერს კი ქარიშხლად.[1] მეორე დღეს ქარიშხალი კუბის სამხრეთ-დასავლეთით იყო.[2] ძალიან მალევე ის გარდაიქმნა მესამე დონის ქარიშხლად. შტორმმა ზიანი მიაყენა კუბის დასავლეთ ნაწილს და გადაკვეთა კუნძული. ის გადავიდა მექსიკის ყურისკენ და შესუსტდა.[1]


ქარიშხალი მაღალი წნევით გადაადგილდებოდა ჩრდილოეთის მიმართულებით. მექსიკის ყურის თბილ წყალში ქარიშხალი მალევე გაიზარდა და გაძლიერდა. შემდეგ ის მცირე წრეში გადავიდა[3] და 16 ოქტომბერს მიაღწია სიძლიერის პიკს. მან წარმოქმნა 240კმ./სთ. სიჩქარის ქარი.[1] ქარიშხალმა კვლავ შეიცვალა მიმართულება და დასავლეთ კუბას დიდი ზიანი მიაყენა. 17 ოქტომბერს ის ფლორიდის მხარეს გადავიდა.[1] ქარიშხალმა დააზიანა კაპე რომანო[3] და გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ. მიწაზე ქარიშხალი შედარებით დასუსტდა. ფლორიდის გადაკვეთის შემდეგ მან გადაკვეთა ჩრდილო-აღმოსავლეთი და შევიდა ატლანტის ოკეანეში.[3] 23 ოქტომბერს შტორმი დასრულდა.[1]

ქარიშხალი იყო უჩვეულო, რადგან ორი სხვადასხვა ტიპის ქარიშხალი წარმოიქმნა ერთად.[4] ამის გამომწვევი მიზანი მექსიკის ყურე იყო.[3] ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად პირველი ქარიშხალი მორჩა მექსიკის ცენტრალურ ყურეში, ხოლო მეორე კი ჩამოყალიბდა და გაანადგურა ფლორიდა.[2] ქარიშხლის მიმართულება ოყო საკამათო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს იყო ერთი ციკლონი.[3]


ზემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 ოქტომბერს, 800 კილომეტრის რადიუსში ყველა გემი იყო გაფრთხილებული ქარიშხლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ხომალდი ნავსადგურში დარჩა.[5] ამასთან ერთად დაიწყო გაფრთხილებები შტორმის მოახლოვებაზე.[2]


კუბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიშხალმა კუბას საშინელი ზარალი მიაყენა. ეს კუნძულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტროპიკული ციკლონი იყო. ძლიერმა ქარმა და ბევრმა წვიმამ ქუჩებში წყალდიდობა გამოიწვია.[2] განადგურდა უამრავი ფერმა[6] და სასოფლო სამეურნეო კულტურა. ქარიშხალი ბევრს ქალაქს მოედო[7] მათ შორის კასტილიასაც.[8] ქალაქი ბათაბანო წყალში დაიძირა. ქარიშხალმა საკამოდ დიდ არეალში მწყობრიდან გამოიყვანა საკომუნიკაციო საშუალებები.[9] პინარ დელ რიოს პროვინციას შტორმმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა და ყველაზე მეტი ადამიანი აქ გარდაიცვალა.[10]

The New York Times-ი წერდა, რომ კუბას მის ისტორიაში ყველაზე დიდი მატერიალური კატასტროფა გადახდა თავს.[11] ათასობით გლეხებმა და მუშებმა საკუთარი სახლები დაკარგეს. ქვეყნის დედაქალაქსაც, ჰავანას, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. სანაპიროზე ძალიან ბევრი გემი და ღირებული ნივთი დაიკარგა. ქარიშხალმა ძალიან დააზიანა საქონელი, რომელიც ინახებოდა ვენაში.[12] წარმოიქმნა დიდი ტალღები, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ქარიშხალმა მრავალი ნავსადგური გაანადგურა.[13][14] მაღალმა ტალღებმა ჰავანის სანაპიროს 2,6 კვადრატული კილომეტრი დატბორა.[11]

შტორმის გამო გარდაიცვალა 100-მდე ადამიანი, ძირითადად ტალახის გამო, მათ შორის ხუთი ჰავანაში.[15][16] თუმცა, ზოგ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ სიკვდილიანობის რაოდენობა 700-ს აღემატება.[17] სტიქიით გამოწვეული დაზიანება მილიონობით დოლარს შეადგენდა. მხოლოდ ჰავანაში 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა.[11]

ფლორიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორიდაში ქარი საათში 180 კილომეტრი/საათში სიჩქარით მოძრაობდა. ბევრი ნავსადგური დაინგრა.[18] ფლორიდაში მომხდარი კატასტროფის მიერ მიყენებულმა ზარამლა 250 000 აშშ. დოლარს მიაღწია და სახლები, რომელიც ოკეანესთან ახლოს იყო საშინლად დაზიანდა.[2] ძლიერმა ქარმა ტამპას ყურიდან წყალი უკან გამოდევნა. მაღალი ტალღები ხმელეთს ტბორავდა და თავის გადასარჩენად ხალხი ხეებზე ძვრებოდა.[18] ზოგიერთი ციტრუსის კულტურა განადგურდა.[2] ქარმა შენობებს სახურავები ახადა და მათი საძირკვლები დააზიანა.

პუნტა გორდაში გარდაიცვალა 7 ადამიანი, მაშინ როდესაც კუბური გემების ნაწილი განადგურდა. ამავე ადგილას დაიხრჩო ერთი მამაკაცი და ბავშვი, ხოლო ერთი კი მაშინ დაიხრჩო როდესაც ცდილობდა ადიდებული მდინარის გადაკვეთას.[2] ფრანგული გემი სახელწოდებით - Louisiane შეეჯახა ხმელეთს. აქ 600 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა მათგან არც ერთი არ გარდაცვლილა.[18]

ერთ-ერთი ადამიანი ქალაქ ლემონში ხის დაცემით გარდაიცვალა. თუმცა, ქარიშხლის ზარალი შედარებით მცირე იყო ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვიდრე სხვა ადგილებში. ფლორიდის სანაპიროს აღმოსავლეთით რკინიგზის ნაწილი მთლიანად ჩარეცხილი იყო. შტორმმა ასევე ჩაძირა ამერიკული ნავი, რის გამოც გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი 12 საათის განმავლობაში გაჭედილნი იყვნენ.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barnes, Jay (2007). Florida's Hurricane History. Chapel Hill Press. ISBN 0807830682. 
  • Longshore, David (2008). Encyclopedia of Hurricanes, Typhoons, and Cyclones. Checkmark Books. ISBN 0816074097. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Atlantic hurricane research division. (2010)Atlantic hurricane database (HURDAT) "best track" (1851–2008). National Oceanic and Atmospheric Administrations. წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Edward Bowie. (1910)Monthly Weather Review. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Barnes, p. 93
  4. “The West Indian Hurricane“, The Washington Post, October 19, 1910. 
  5. Hurricane Nears the Florida Coast. The New York Times (October 15, 1910). წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  6. “Great Storm in Cuba: Severe Damage Done to the Tobacco Crop“, The Observer, October 16, 1910, გვ. 9. 
  7. “West Indian Hurricane“, The Scotsman, October 18, 1910. 
  8. Terrific Hurricane. The Evening Post (October 15, 1910). წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  9. Hurricane in Cuba Costs Many Lives. The Spokane Daily Chronicle (October 17, 1910). წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  10. “Cyclone in Cuba“, The Scotsman, October 18, 1910. 
  11. 11.0 11.1 11.2 Cyclone Works Havoc in Cuba“, The New York Times, October 18, 1910, გვ. 1. 
  12. “The Hurricane in Cuba“, The Manchester Guardian, October 17, 1910, გვ. 7. 
  13. “West Indian Hurricane“, The Scotsman, October 19, 1910. 
  14. “The Hurricane Moving North“, The Manchester Guardian, October 20, 1910. 
  15. Longshore, p. 109
  16. “Liners Defy Cyclone“, The Washington Post, October 15, 1910, გვ. 1. 
  17. Cuba Hurricanes Historic Threats: Chronicle of hurricanes in Cuba. Cuba Hurricanes. წაკითხვის თარიღი: December 24, 2009.
  18. 18.0 18.1 18.2 Barnes, p. 94