კუბის კონსტიტუცია
ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე კუბას რამდენიმე კონსტიტუცია ჰქონდა, რომლებსაც ამბოხებულები ესპანეთის წინააღმდეგ ომის დროს მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მმართველ დოკუმენტად იყენებდნენ. კუბამ რამდენიმე კონსტიტუცია მიიღო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. კუბის რევოლუციის შემდეგ პირველი კონსტიტუცია 1976 წელს მიიღეს და მასში რამდენიმე დამატება შევიდა. 2018 წელს კუბის კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გადაიხედა.[1] ამჟამინდელი კონსტიტუცია 2019 წელს ამოქმედდა.[2][3][4][5]
კონსტიტუციონალიზმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუბის პირველი კონსტიტუციური აქტი 1901 წელს მიღებული კონსტიტუცია იყო, რომლის ძალითაც აშშ-ს კუბის დამოუკიდებლობის დასაცავად მის საშინაო საქმეებში ჩრევის უფლება ჰქონდა.
ახალი კონსტიტუცია 1940 წელს მიიღეს. იგი იმ დროის ერთ-ერთ „პროგრესულ“ კონსტიტუციად ითვლებოდა. შეიცავდა და განამტკიცებდა ისეთ პროგრესულ იდეებს, როგორებიცაა: მიწის რეფორმა, საყოველთაო განათლება, მინიმალური ხელფასი და სხვ. 1952 წელს ფულხენსიო ბატისტას დიქტატურის დამყარების შემდეგ კონსტიტუციის ზოგიერთი ნაწილის მოქმედება შეწყდა.
კუბის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1976 წლის 15 თებერვალს, ეროვნულ რეფერენდუმზე მიიღეს და ძალაში შევიდა იმავე წლის 24 თებერვალს. 1976 წლის კონსტიტუციით კუბაში სოციალისტური სისტემა განმტკიცდა. კონსტიტუციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სამაგიეროდ, განამტკიცა სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების სახელმწიფო სისტემის ანალოგიურ სისტემას ემყარებოდა. კონსტიტუციამ განამტკიცა ბაზრის ცენტრალიზებული კონტროლი, დაწესდა უფასო განათლება და ჯანდაცვა, დაინერგა ბავშვების სოციალისტური ფასეულობებით აღზრდა. შეიზღუდა რწმენისა და სიტყვის თავისუფლება, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ფუძემდებლურ სოციალისტურ პრინციპებს.
აღმოსავლეთის ბლოკის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 12 ივლისს კუბის კონსტიტუციაში შესწორებები შევიდა, რის შედეგადაც აიკრძალა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. რელიგიური რწმენის მოქალაქეებმა კომუნისტური პარტიის წევრობის უფლება მიიღეს. უცხოურ საწარმოებს კუნძულზე საკუთრების შეზღუდული ფლობის უფლება მიენიჭათ იმ შემთხვევაში, ისინი მთავრობასთან ერთად შექმნიდნენ ერთობლივ საწარმოებს.
კონსტიტუციის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუბის კონსტიტუცია შედგება შესავლის, 15 თავისა და 137 მუხლისგან.
- თავი I ― სახელმწიფოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპები (მუხლი 1-27)
- თავი II ― მოქალაქეობა (მუხლი 28-33)
- თავი III ― უცხოელები (მუხლი 34)
- თავი IV ― ოჯახი (მუხლი 35-38)
- თავი V ― განათლება და კულტურა (მუხლი 39-40)
- თავი VI ― თანასწორობა (მუხლი 41-44)
- თავი VII ― ძირითადი უფლებები, მოვალეობები და გარანტიები (მუხლი 45-66)
- თავი VIII ― საგანგებო მდგომარეობა (მუხლი 67)
- თავი IX ― სახელმწიფო დაწესებულებათა ორგანიზაციისა და ფუნქციონირების პრინციპები (მუხლი 68)
- თავი X ― სახალხო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები (მუხლი 69-101)
- თავი XI ― პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა (მუხლი 102)
- თავი XII ― სახალხო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები (მუხლი 103-119)
- თავი XIII ― სასამართლოები და გენერალური პროკურატურა (მუხლი 120-130)
- თავი XIV ― საარჩევნო სისტემა - (მუხლი 131-136)
- თავი XV ― კონსტიტუციური რეფორმები (მუხლი 137)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი I. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 225-282.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Constitutions of Cuba, original Spanish language text, Political Database of the Americas
- Constitución de la Republica de Cuba, original Spanish language text of 2002, the Portal Cuba
- Republic of Cuba, 1940 Constitution, English translation
- The Rule of Law and Cuba, includes links to the Cuban Penal Code and Cuban Constitution in Spanish and some English translations, Cuba Center for the Advancement of Human Rights at Florida State University
- new constitution, 2018 draft
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ With significant constitutional changes, Cuba's leaders aim for their system's survival. ციტირების თარიღი: 25 February 2019
- ↑ Vela, Andrea Torres, Hatzel. (2019-04-10) Cuba enacts new constitution en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-18. ციტირების თარიღი: 2021-07-20
- ↑ Raul Castro: New Constitution Guarantees Continuity of Revolution (10 April 2019).
- ↑ „Cuba proclaimed its new constitution“ (ესპანური). Prensa Latina. ციტირების თარიღი: 20 July 2021.
- ↑ Defiant Cuba enacts new constitution amid US pressure en (2019-04-10). ციტირების თარიღი: 2021-07-20
| |||||
