შინაარსზე გადასვლა

კუბის გაორკეცება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუბის გაორკეცება — უძველესი კლასიკური ამოცანა ისეთი კუბის აგების შესახებ, რომლის მოცულობა ორჯერ აღემატება მოცემული კუბის მოცულობაზე. კუბის გაორკეცების ამოცანას ხშირად უწოდებენ დელოსის ამოცანასაც, ვინაიდან კუნძულ დელოსის (ეგეოსის ზღვა) მოსახლეობის ეპიდემიისგან გადასარჩენად ორაკულმა მოითხოვა ორჯერ გაედიდებინათ კუბური შესაწირავი ისე, რომ არ შეეცვალათ მისი ფორმა. ამოცანა დაიყვანება სიგრძის მქონე მონაკვეთის აგებამდე, რაც (როგორც ეს დაამტკიცეს XIX საუკუნეში) შეუძლებელია მხოლოდ ფარგლისა და სახაზავის საშუალებით. ამოცანა ამოხსნადი იქნება, თუ მისი ამოხსნისთვის გამოვიყენებთ მაგალითად კონუსურ კვეთებს.