გუანჯოუს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კუანგჭოუს მეტროპოლიტენი)
გუანჯოუს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ქალაქი გუანჯოუ
გახსნის თარიღი 1999
ხაზის სიგრძე 116 კმ.
სადგურთა რაოდენობა 60
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 1.8 მლნ.
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

გუანჯოუს მეტროპოლიტენი (ჩინ.: 广州地铁) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში. გაიხსნა 1999 წელს და წარმოადგენს ჩინეთის მე-4 მეტროს. 2008 წლის მონაცემებით შედგება 4 ხაზზე არსებული 60 სადგურისგან. საერთო სიგრძე — 116 კმ.-ია. იმართება გუანჯოუს მეტროს კორპორაციის მიერ (Guangzhou Metro Corporation).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუანჯოუში მეტროპოლიტენის აშენება გადაწყდა 1989 წელს. მშენებლობა დაიწყო 1993 წელს. პირველი ხაზი ამუშავდა 1999 წლის 28 ივნისს. 2002 წელს გაიხსნა მეორე ხაზი, 2005-ში კი — მესამე და მეოთხე ხაზები.

ხაზები და სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადგური «ჯუნდა» («სუნ იატსენის უნივერსიტეტი»), ხაზი 2

ხაზები აღინიშნება ნომრებით და ფერებით.

  • ხაზი 1 (ყვითელი): «სილანი» - «გუანჯოუს აღმოსავლეთ სადგური»
  • ხაზი 2 (ლურჯი): «სანიუიანლი» - «ვანშენვეი»
  • ხაზი 3 (ნარინჯისფერი): «გუანჯოუს აღმოსავლეთ სადგური», «ტიანჰეს ავტოსადგური» - «პანიუის მოედანი»
  • ხაზი 4 (მწვანე): «ვანშანვეი» - «ცინჩჟოუ»

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მონაცემებით 802 ვაგონი მუშაობს: ხაზებზე 1 და 2 — Movia 456 (Bombardier-ისა და Changchun-ის წარმოება), ხაზზე 3 — ერთობლივი ნაწარმი Zhuzhou-სა და Siemens AG-ის, 4-ზე კი — Kawasaki-ის და Sifang-ის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]