კუანგტუნგი
| პროვინცია | |
|---|---|
|
კუანგტუნგი 广东省 | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | გუანჯოუ |
| შიდა დაყოფა | შენცენი, გუანჯოუ, ჭუხაი, შანტოუ, შაოგუანი, ფოშანი, ძიანგმენი, Zhanjiang, Maoming, ჭაოცინგი, ხუეიჭოუ, მეიჭოუ, შანვეი, ხეიუენი, Yangjiang, ცინგიუენი, ტუნგკუანი, Zhongshan, ჩაოჭოუ, Jieyang და Yunfu |
| კოორდინატები | 23°24′00″ ჩ. გ. 113°30′00″ ა. გ. / 23.40000° ჩ. გ. 113.50000° ა. გ. |
| მმართველი | Wang Weizhong |
| ფართობი | 177,900 კმ² |
| სალაპარაკო ენები | კანტონური და სხვა იუეს ჯგუფის დიალექტები, ხაკა, მინ-ნანის ენები (ჩაოჯოუს და ლეიჯოუს დიალექტები), ტუხუა, ჩინური ენა და ჯუანგის ენები |
| მოსახლეობა | 104,303,132 კაცი (2010) |
| სიმჭიდროვე | 536 კაცი/კმ² |
| ეროვნული შემადგენლობა | ხანი (99%), ჯუანგი (0,7%), იაო (0,2%) |
| ოფიციალური საიტი | gd.gov.cn |
|
| |
კუანგტუნგი (ჩინ.: 广东; მოძვ. ფორმა გუანდუნი) — ჩინეთის უკიდურეს სამხრეთით მდებარე პროვინცია, რომელიც სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთის ფართო ადმინისტრაციულ დანაყოფში შედის.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუანგტუნგი პროვინციის ფართობი შეადგენს 177 900 კმ². აქედან 1448 კმ² კუნძულებს შეადგენს. სხვა რეგიონებისაგან იგი გამოირჩევა გრძელი სანაპირო ზოლით, რომლის სიგრძე 4,300 კილომეტრია. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კუანგტუნგი ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს: ჰონგ კონგსა და მაკაოს[1]. ჩრდილო-აღმოსავლეთით იგი ესაზღვრება ფუძიანის პროვინციას, ხოლო ჩრდილოეთით-ძიანსისა და ხუნანს. დასავლეთ საზღვარს კუანგტუნგი იყოფს კუანსი-ჭუანის ავტონომიურ რაიონთან.[2] რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კუანგჭოუ.
კუანგტუნგს დაახლოებით 1,300 მდინარე აქვს. მათგან უმნიშვნელოვანესი მდინარეა ჯუძიანგი, რომელიც სიდიდით მეორე მდინარეა ჩინეთში. ჯუძიანგის დელტა 7,500 კმ² ზომისაა და სამი მდინარის შეერთების წერტილს წარმოადგენს: სი (დასავლეთი), პეი (ჩრდილოეთი) და ტუნგი (სამხრეთი). ტუნგის მდინარე უერთდება ჯუძიანგს და მიედინება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუანგტუნგი ჩინეთის იმპერიის პერიფერულ ნაწილს წარმოადგენდა, რის გამოც იმპერატორები მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა იუეს ხალხს, რომლებიც ხანის ეთნიკურ ჯგუფთან ასიმილირდნენ. მიჩნეულია, რომ იუეს ეთნიკური ჯგუფი ენათესავება კუანგსის ეთნოსს. კუანგტუნგი ცინის დინასტიის მმართველობიდან მოყოლებული მუდამ ერთიანი ჩინეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ფართო ავტონომიით სარგებლობდა.[4]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუანგტუნგის ადმინისტრაციული დაყოფა წლების მანძილზე მრავალჯერ შეიცვალა. დღესდღეობით პროვინცია იყოფა 21 მუნიციპალიტეტად (კუანგჭოუს ჩათვლით). გარდა ამისა, კუანგტუნგი უფრო მცირე ერთეულებადაც იყოფა: მუნიციპალიტეტებად (ჩინ. 市辖区), ოლქებად (ჩინ. 县) და საოლქო ქალაქებად (ჩინ. 县级市). კუანგტუნგის მუნიციპალიტეტებია:
| რუკა | № | სახელი | ჩინურად | ფინინი |
|---|---|---|---|---|
| 1 | ცინგიუენი | 清远市 | Qīngyuǎn Shì | |
| 2 | შაოკუანი | 韶关市 | Sháoguān Shì | |
| 3 | ხეიუენი | 河源市 | Héyuán Shì | |
| 4 | მეიჭოუ | 梅州市 | Méizhōu Shì | |
| 5 | ჩაოჭოუ | 潮州市 | Cháozhōu Shì | |
| 6 | ჭაოცინგი | 肇庆市 | Zhàoqìng Shì | |
| 7 | იუნფუ | 云浮市 | Yúnfú Shì | |
| 8 | ფოშანი | 佛山市 | Fóshān Shì | |
| 9 | კუანგჭოუ | 广州市 | Guǎngzhōu Shì | |
| 10 | ტუნგკუანი | 东莞市 | Dōngguǎn Shì | |
| 11 | ხუეიჭოუ | 惠州市 | Hùizhōu Shì | |
| 12 | შანვეი | 汕尾市 | Shànwěi Shì | |
| 13 | ძიეიანგი | 揭阳市 | Jiēyáng Shì | |
| 14 | შანთოუ | 汕头市 | Shàntóu Shì | |
| 15 | ჭანძიანგი | 湛江市 | Zhànjiāng Shì | |
| 16 | მაომინგი | 茂名市 | Màomíng Shì | |
| 17 | იანგძიანგი | 阳江市 | Yángjiāng Shì | |
| 18 | ძიანგმენი | 江门市 | Jiāngmén Shì | |
| 19 | ჭუნგშანი | 中山市 | Zhōngshān Shì | |
| 20 | ჭუხაი | 珠海市 | Zhūhǎi Shì | |
| 21 | შენჭენი | 深圳市 | Shēnzhèn Shì |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.britannica.com/place/Guangdong
- ↑ https://www.chinadaily.com.cn/regional/2020-03/04/content_27011819.htm
- ↑ https://www.britannica.com/place/Guangdong#ref71338
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2020-12-02.
| ||||||||||||||||