კრუშედოლის მონასტერი

კრუშედოლის მონასტერი (სერბ. Manastir Krušedol) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი ფრუშკა-გორას მთაზე, სრემის რეგიონში, ჩრდილოეთ სერბეთში, ვოევოდინას პროვინციაში. მონასტერი არის სირმიის ბოლო სერბი დესპოტის ოჯახის - ბრანკოვიჩების მემკვიდრეობა. ღვთისმშობლის ხარებისადმი მიძღვნილ მონასტერს უწოდებენ ფრუშკა გორას „სულიერი შუქურასა“ და „მეორე სტუდენიცა“.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტერი 1509-1514 წლების პერიოდში დააარსეს წმინდა მაქსიმ ბრანკოვიჩმა, ბელგრადისა და სრემის მიტროპოლიტმა, და მისმა დედამ, წმინდა ანგელინა სერბმა. თავდაპირველი იდეა იყო მისი ბრანკოვიჩების ოჯახის მავზოლეუმად გადაქცევა.[1] მონასტერი სარგებლობდა ნეაგოე ბასარაბის (რომელიც დაქორწინებული იყო სერბ პრინცესა მილიცა დესპინა ვალახიელზე) და რუსეთის დიდი მთავრის, ვასილი III-ის ფინანსური მხარდაჭერით. 1708 წელს ის გახდა კრუშედოლის მიტროპოლიის რეზიდენცია.
1670 წელს მას ჰყავდა ფრუშკა გორას ყველა მონასტერს შორის უდიდესი ძმობა: 90 ბერი და 12 უხუცესი. 1690 წელს, დიდი სერბული მიგრაციის დროს, ბერებმა დატოვეს მონასტერი და გადავიდნენ სენტენდრეში, თან წაიღეს განძეული, რელიკვიები და არტეფაქტები. ისინი კრუშედოლში 1697 წელს დაბრუნდნენ. როდესაც ოსმალები უკან იხევდნენ პრინც ეჟენ სავოიელის წინაშე 1716-1718 წლების ავსტრია-თურქეთის ომის დროს, მათ გაძარცვეს და დაწვეს მონასტერი, მაგრამ ის მოგვიანებით აღადგინეს.[1]
მეორე მსოფლიო ომის დროს მონასტერი არ დაწვეს, მაგრამ მაინც გაძარცვეს და დააზიანეს.[1]
ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელი ხატები და ნახატები სიმბოლურად არის ადაპტირებული ორიგინალი, შუა საუკუნეების პერიოდიდან, ბაროკოს ეპოქამდე.[1] იკონოსტასი შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ხატებს, XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე. ინტერიერის პირველი ფრესკები დაიხატა 1545 წელს, მაგრამ ისინი გადაიღებეს ზეთის ტექნიკით 1745-1757 წლების პერიოდში. XVIII საუკუნის ნახატები არის იოვ ვასილიევიჩისა და სტეფან ტენეცკის ნამუშევრები.
მონასტრის მდიდარი საცავი რამდენჯერმე გაიძარცვა. არტეფაქტების ნაწილი მოგვიანებით დაბრუნდა. ძვირფასი ნივთები ან თავდაპირველად ბრანკოვიჩების ოჯახს ეკუთვნოდა, ან სხვა სერბულ კეთილშობილურ ოჯახებს. ასევე არის მოცულობითი ბიბლიოთეკა. ძველი საეკლესიო წიგნები რუსეთიდან ჩამოიტანა იღუმენმა ამფილოჰიემ 1651 წელს. 1662 წელს კრუშედოლში დაიწერა „წმინდანების მსახურება და აკათისტო“, ასევე მდიდარი მატიანეები.[1]
საფლავები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრუშედოლში დაკრძალულია მთელი ბრანკოვიჩების ოჯახი, ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორი პატრიარქი. მონასტერში დაკრძალული პატრიარქები არიან არსენი III ჩარნოიევიჩი და არსენი IV იოვანოვიჩ შაკაბენტა. სხვა ისტორიული პირების საფლავები მოიცავს პრინცესა ლიუბიცა ობრენოვიჩს, სერბი პრინცის მილოშ ობრენოვიჩის მეუღლეს, სერბეთის მეფე მილან ობრენოვიჩს, გრაფ ჯორჯე ბრანკოვიჩს (არ არის კავშირში ბრანკოვიჩების ოჯახთან), ვოივოდა სტევან შუპლიკაცს, მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს: ისაია ჯაკოვიჩს, ვიკენტიე პოპოვიჩ-ჰაჯილავიჩსა და ნიკანორ მელენტიევიჩს.[1]
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში მითითებულია, რომ „რაც სტუდენიცა იყო შუა საუკუნეების სერბეთისთვის, კრუშედოლის მონასტერი იყო პოდუნავლიეში მცხოვრები სერბებისთვის“. მონასტრის საცავიდან ბევრი არტეფაქტი დღეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუზეუმში ინახება.[1]
დიდი ბიბლიოთეკის გამო, ბევრი მეცნიერი სტუმრობდა და რჩებოდა მონასტერში, მათ შორის პოეტი ლაზა კოსტიჩი. ავტორმა დეიან მედაკოვიჩმა დაწერა კრუშედოლის შესახებ, განსაკუთრებით მის ნახატებზე.[1]
კრუშედოლის მონასტერი 1990 წელს გამოცხადდა განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად და დაცულია სერბეთის სახელმწიფოს მიერ. ის გამოსახულია 5 დინარის მონეტაზე.
მონასტერი არის წმინდა სავას პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი და ჰქონდა საიმპერატორო ლავრის სტატუსი.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Monasteries of Fruška gora - Fruškać
- Krušedol monastery - Fruškać
- More about the monastery