კრუდიტე
იერსახე
|
სხვადასხვა კრუდიტე კოქტეილის წვეულებაზე | |
| რიგითობა | აპეტაიზერი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ბოსტნეული და სხვადასხვა სოუსი |
კრუდიტე (ფრანგ. Crudités) ― ფრანგული აპეტაიზერი, რომელიც შედგება დაჭრილი ან მთლიანი უმი ბოსტნეულისგან.[1] ეს ბოსტნეული, როგორც წესი, ვინეგრეტის ან სხვა ტიპის სოუსშია ამოვლებული. კრუდიტეს მაგალითებია ნიახურის, სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი, ცერეცო, პატარა სიმინდი და სატაცური. მათ ხშირად საწებელთან ერთან მიირთმევენ, მაგ. ბაგნა კაუდა და პინზიმონიო.
კრუდიტე შუა საუკუნეების (მე-14 საუკუნის) ფრანგულში ნიშნავდა „რაიმე უმს“, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „cruditatem” სადაც „crudus“ „უხეშს, მოუხარშავს, უმს, სისხლიანს“ ნიშნავს.[2] ტერმინი ინგლისურ ენაში პირველად დაახლოებით 1960 წელს გამოიყენეს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jessica. (2012-12-05) What Are The Crudités?. Frenchvegetables.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2013-04-04.
- ↑ Crudites.
- ↑ Crudités. Merriam-Webster Online Dictionary. ციტირების თარიღი: August 19, 2022