კროტონი (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კროტონი.
კროტონი
Croton eleuteria
Croton eleuteria
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რძიანასებრნი
გვარი: კროტონი
ლათინური სახელი
Croton

კროტონი (Croton) — მცენარის გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ან ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია, ზოგჯერ ბალახი. 700-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, იშვიათად სუბტროპიკებში. Croton tiglium ფართო გავრცელებული, ტანად პატარა, მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. იზრდება ტროპიკულ აზიაში, კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში მისი შხამიანი თესლიდან იღებენ კროტონის ზეთს, რომელიც ძლიერი საფაღარათო საშუალებაა. აღიზიანებს კანს და ლორწოვან გარს. მცირე რაოდენობითაც კი (20 წვეთზე მეტი) მომწამლავია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]