შინაარსზე გადასვლა

კროსტინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კროსტინი
ალტერნატიული
სახელები
კროსტინო (იტალიური მხოლობითი ფორმა)
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი იტალია
მთავარი
ინგრედიენტები
გახუხული პური, ტოპინგი

კროსტინი (იტალ. Crostini) — იტალიური აპეტაიზერი (ანტიპასტო), რომელიც შედგება შემწვარი ან გახუხული პურის პატარა ნაჭრებისგან[1] და ტოპინგისგან.[2] ტოპინგი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ყველი, ხორცი, ბოსტნეული და სანელებლები, ან უფრო მარტივი ფორმითაც იყოს წარმოდგენილი, მაგ. ზეითუნის ზეთი და მწვანილი/უბრალოდ სოუსი.

ბრუსკეტას მსგავსად, კროსტინი, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებში წარმოიშვა, როდესაც გლეხები საკვებს პურის ნაჭრებზე დადებულს მიირთმევდნენ,[2] რათა კერამიკა არ დასჭირვებოდათ.[3]

  1. Hazan, Marcella. Victor's Parmesan and Olive Oil Crostino. ციტირების თარიღი: November 5, 2020
  2. 2.0 2.1 Crostini. AtlasMedia Ltd.. ციტირების თარიღი: November 5, 2020
  3. Castagno, Dario; Rodi, Robert (2004) Too Much Tuscan Sun: Confessions of a Chianti Tour Guide. Globe Pequot Press, გვ. 224.