კროპოტკინის ვულკანი
იერსახე
კროპოტკინის ვულკანი | |
---|---|
კოორდინატები: 52°42′14″ ჩ. გ. 99°00′00″ ა. გ. / 52.7040778° ჩ. გ. 99.0000278° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 2077 მ |
კროპოტკინის ვულკანი (რუს. Вулкан Кропоткина) — გეოლოგიურად ახალგაზრდა, ჩამქრალი ვულკანი რუსეთში, აღმოსავლეთ საიანში. სიმაღლე 2077 მ. შეფარდებითი სიმაღლე 120 მ-ს აღწევს. მდებარეობს ვულკან პერეტოლჩინიდან 3 კილომეტრში. აგებულია ბაზალტური შლაკით. კრატერის დიამეტრი უდრის 200 მ-ს. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 10-12 ათ. წლის წინ. სახელი ეწოდა რუსი გეოგრაფისა და რევოლუციონერის — პეტრე კროპოტკინის პატივსაცემად (1842-1921).