კრონშტადტის ჯვართამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრონშტადტის ჯვართამაღლების ეკლესია
Kronshtadt2012 4596.jpg
კრონშტადტის ჯვართამაღლების ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°59′48″ ჩ. გ. 29°45′34″ ა. გ. / 59.99667° ჩ. გ. 29.75944° ა. გ. / 59.99667; 29.75944
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი არ მოქმედებს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810265000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ედუარდ ანერტა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება XIX საუკუნე

კრონშტადტის ჯვართამაღლების ეკლესია (რუს. Крестовоздвиженская церковь) — ამჟამად უმოქმედო მართლმადიდებლური ტაძარი კრონშტადტში. ტაძარი აგებულია 1819-1822 წლებში ეკლექტიკის სტილში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ჯვართამაღლების სახელზე, ხოლო კუთხისა - სერაფიმ საროველის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - აპოლინარიუს მელნიკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ააშენეს 1819-1822 წლებში არქიტექტორ ედუარდ ანერტის პროექტის მიხედვით, კრონშტადტში მცხოვრები ინგლისელი თემისთვის. ღვთისმსახურება მასში მიმდინარეობდა 1902 წლამდე, როდესაც შემცირდა ინგლისელთა რაოდენობა, ღვთისმსახურებაც შეწყდა. საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება გაეყიდათ ეკლესია იმ პირობით, რომ შენობაში აშენდებოდა ან ტაძარი, ან სახლი რელიგიური თავყრილობებისთვის.

ესტონური ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში კრონშტადტში მრავალრიცხოვანი ესტონური დიასპორა ცხოვრობდა. 1888 წლისათვის მართლმადიდებელ ესტონელებს არ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია და მათთვის ღვთისმსახურება სხვავასხვა ეკლესიაში არარეგულარულად მიმდინარეობდა. დიდი დღესასწაულების პერიოდში ტაძრები ხალხით ივსებოდა, ზოგჯერ იყო სიტუაციაც, როდესაც ესტონელები ეკლესიაში ვერ აღწევდნენ და რჩებოდნენ საკუთარ ენაზე ღვთისმსახურების გარეშე.

გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ეკლესია. ქალაქის საპატიო მოქალაქემ ნ. ა. ტურკინმა გამოყო ფინანსები მშენებლობისათვის, ხოლო ტაძრის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ალექსანდრე გოგენმა, მაგრამ ფინანსების უკმარისობის გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ შედგა.

1902 წლის 17 ივლისს ნ. ტურკინმა თავისი ფინანსებით შეიძინა ანგლიკანური ეკლესიის მიწის ნაკვეთი ანდრეევსკისა და ალექსანდროვის ქუჩის კუთხეში და გადასცა იგი ესტონურ დიასპორას. ინგლისური ეკლესია გავააკეთეს მართლმადიდებლურ ეკლესიად და 1902 წლის 14 დეკემბერს აკურთხა იოანე კრონშტადტელმა. ეკლესიის წინამძღვარი გახდა ნიკოლაი სიმო.

1906 წლის 10 ნოემბერს ნარვის ეპისკოპოსმა ანტონინ გრანოვსკიმ აღასრულა ტაძრის ერთი ეგვტერის სერაფიმ საროველის სახელზე კურთხევის ცერემონიალი. 1917 წლიდან მიაწერეს წმინდა ანდრიას ტაძარს.

რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს წინამძღვარ ნიკოლოზის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ეკლესია დახურეს რამდენიმე თვით, მაგრამ მორწმუნე საზოგადოებამ ეკლესიის გახსნას მიაღწია. საბოლოოდ ეკლესია დაიხურა 1931 წელს.

დახურვის შემდეგ სამრეკლოს ზარები და ჭურჭელი გადასადნობად გააგზავნეს. თავად ეკლესია გადავიდა კომუნალური მეურნეობის ხელში და გადააკეთეს საერთო საცხოვრებლად.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ფასადი

ქვის ეკლესია იტევდა 1 000 ადამიანს. შენობა შელესილი იყო, აგებულია ცოკოლზე. ეკლესიაზე მიშენებული იყო ქვის სამრეკლო.

შიდა დარბაზი მაღალია და ორსვეტიანი. საკურთხეველი მოხატულია. საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეს ამოკვეთილია ათი მცნება, რწმენისა და ლოცვის სიმბოლო „მამაო ჩვენო“ ინგლისურად.

საკურთხეველში იყო მარმარილოს იატაკი, რომელშიც განთავსებული იყო ყუთები წმინდანთა წმინდა ნაწილებით.

ჩვენს ეპოქამდე შენობა შემორჩენილია ფასადის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тимофеевский Ф. А. Краткий исторический очерк двухсотлетия города Кронштадта. — Кронштадт: Тип. изд. «Кронштадтский Вестник», 1913. — С. 35.
  • Исакова Е. В., Шкаровский М. В. Храмы Кронштадта. — СПб.: «Паритет», 2005.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]