კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი
კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი — რუსეთი
კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°59′30″ ჩ. გ. 29°46′39″ ა. გ. / 59.99167° ჩ. გ. 29.77750° ა. გ. / 59.99167; 29.77750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810287003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კოსიაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური სტილი
თარიღდება XX საუკუნე

კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი (რუს. Морской собор Святителя Николая Чудотворца) — ყველაზე დიდი საზღვაო მართლმადიდებლური ტაძარი კრონშტადტში. აგებულია 1903-1913 წლებში, ნეობიზანტიურ სტილში ვასილი კოსიაკოვის პროექტის მიხედვით.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. კუთხეებისა მოციქულების პეტრესა და პავლეს და იოანე კრონშტადტელის სახელზე, ხოლო ქვედა ეკლესიის საკურთხეველი იოანე რილელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ალექსი განჟინი.

2013 წლიდან ითვლება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ ტაძრად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის მშენებლობის საკითხი დგას ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან, თუმცა მისი მშენებლობის შესახებ თანხმობა მხოლოდ 1897 წლისთვის მიიღეს.

სამხედრო და საზღვაო სასულიერო პირის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე ჟელობოვსკის ინიციატივით დაიწყო ასობით ტაძრის მშენებლობა. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ტაძრის მშენებლობა კრონშტადტშიც.

ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს ღუზის მოედანზე, სადაც ადრე იდო ძველი ღუზა. აქ შესაძლებელი გახდა ტაძრის გარშემო პარკის შექმნა და ადგილის გამოყოფა ლიტანიობისთვის. მშენებლობის პირობა იყო ის, რომ ტაძარი უნდა ყოფილიყო იმ სიმაღლე, რომ მეზღვაურებს პირველი სწორედ მისი ჯვარი დაენახათ.

1901 წელს მიიღეს არქიტექტორ ვასილი კოსიაკოვის პროექტი, რომელიც დაამტკიცეს 1901 წლის 3 ივნისს. ტაძრის დაპროექტებაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ინჟინრები ვლადიმირ შავერნოვსკი და ალექსანდრე ვიქსელი.

1902 წლის 14 სექტემბერს დაწყო ტაძრის მშენებლობა, რომლის დროსაც ლოცვა აღავლინა იოანე კრონშტადტელმა და მონაწილეობდა ვიცე-ადმირალი სტეფან მაკაროვი.

1903 წლის 21 მაისს შედგა ტაძრის საზეიმო მშენებლობის აწყება, რომელშიც მონაწილეობდა იმპერატოი ნიკოლოზ II, დედოფლები ალექსანდრა თედორეს ასული და მარია თედორეს ასული, დიდი თავადი მიხეილი, ალექსი და ვლადიმირ ალექსანდრეს ძეები. ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა ტყვიამფრქვევების 31-ჯერ გასროლა.

1907 წლისათვის ტაძარი თითქმის მზად იყო, დაიწყო შიდა სამუშაოები. ტაძრის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 1 876 000 რუბლი. ტაძრის კურთხევა შედგა 1913 წლის 23 ივნისს. ტაძარი აკურთხა სამხედრო საზღვაო სასულიერო პირმა გიორგი შაველსკიმ, დიაკვან ალექსი სტავროვსკის დახმარებით. ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1927 წლამდე.

1929 წლის 1 ივნისს ლენინგრადის ოლქის აღმასკომის პრეზიდიუმმა მიიღი გადაწყვეტილება ტაძრის დახურვის შესახებ. 1929 წლის 14 ოქტომბერს ტაძარი საბოლოოდ დაიხურა. ტაძრის სიმდიდრე გადაეცა სახელმწიფო ფონდს.

1930 წლის 14 თებერვალს ღუზის მოედანზე გაიმართა ანტირელიგიური მიტინგი. ტაძარს საზემოდ მოხსნეს ზარები და ჯვრები.

დახურვის შემდეგ მასში განათავსეს მაქსიმ გორკის სახელობის კინოთეატრი. დიდი სამამულო ომის დროს მის გუმბათზე სათვალთვალო კოშკი გახსნეს. საარტილერიო დაბომბვის დროს ტაძარს რამდენიმე ბომბი დაეცა. 1956 წელს ტაძარში 1 250 კაციანი საკონცერტო დარბაზი გამართეს. 1974 წელს ტაძარში ცენტრალური სამხედრო-საზღვაო მუზეუმის ფილიალი გაიხსნა.

2002 წელს ტაძრის გუმბათზე აღმართეს ჯვარი და გაგრძელდა მისი რესტავრაცია. ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 19 ნოემბერს რელიგიური ფასეულობებიც დაუბრუნდა ეკლესიას[1].

2005 წლის 19 დეკემბერს შედგა პირველი ლიტურგია 75 წლის შემდეგ[2]. 2010 წლის 20 ნოემბერს ტაძარში ლოცვა აღავლინა პატრიარქმა კირილემ, ეს ღვთისმსახურება პეტერბურგის ტელევიზიით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში[3].

2012 წლის 19 აპრილს პატრიარქმა კირილმა აკურთხა ტაძარი. ცერემონიალში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი[4].

სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდა 2013 წლის გაზაფხულამდე, თუმცა დღესასწაულებზე ტაძარში მიმდინარეობდა ღვთისმსახურება[5].

2013 წელს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტაძრის 100 წლის თავთან დაკავშირებით მოხდა ტაძრის კურთხევა[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горохов В.А., Крестьянинов В.Я. Кронштадтский Морской собор. — СПб.: «Цитадель», 1997. — 32 с.
  • Исакова Е.В., Шкаровский М.В. Храмы Кронштадта. — СПб.: «Паритет», 2005. — ISBN 5-93437-192-4.
  • Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.
  • Мозговой С.А.Морская звезда Никольского собора // Россiя. Наследие. Федеральный мультимедийный проект Министерства культуры РФ. http://russianasledie.ru/dostoyanie/zodchestvo/kronshtadt-morskaya-zvezda-nikolskogo-sobora.html დაარქივებული 2017-12-25 საიტზე Wayback Machine.
  • Тимофеевский Ф.А. Краткий исторический очерк двухсотлетия города Кронштадта. — Кронштадт: Тип. изд. «Кронштадтский Вестник», 1913. — С. 53.
  • Морской собор в Кронштадте 1903—1913. — 1913. — 20 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]