შინაარსზე გადასვლა

კრომერჟიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კრომერჟიჟი
Kroměříž

ქალაქის ცენტრალური მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ზლინი
შიდა დაყოფა Bílany[1] , Drahlov[1] , Hradisko[1] , Kotojedy[1] , Postoupky[1] , Těšnovice[1] , Trávník[1] , Vážany[1] , Zlámanka[1] და Kroměříž
კოორდინატები 49°17′56″ ჩ. გ. 17°23′35″ ა. გ. / 49.29889° ჩ. გ. 17.39306° ა. გ. / 49.29889; 17.39306
მმართველი თომაშ ოპატრნი
პირველი ხსენება 1107
ფართობი 50,98 კმ²
ცენტრის სიმაღლე 201
მოსახლეობა 27 917[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 547,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 767 01
საავტომობილო კოდი Z
ოფიციალური საიტი mesto-kromeriz.cz
კრომერჟიჟი — ჩეხეთი
კრომერჟიჟი

კრომერჟიჟი (ჩეხ. Kroměříž) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. კრომერჟიჟის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. კრომერჟიჟის სასახლე და მისი ბაღები გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ქალაქის ისტორიული ნაწილი კარგად არის შემონახული.

ქალაქის სახელწოდება მამაკაცის სახელიდან მომდინარეობს და „კრომერჟირის“ საკუთრებას ნიშნავს. როგორც ჩანს ოდესღაც ადგილს ამ სახელის ადამიანი ფლობდა.[3]

კრომერჟიჟი ზლინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თითქმის ორი მესამედი ლიტენჩიცეს ბორცვებზე, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ზემო მორავის ხეობაშია გაშენებული. ქალაქის უმაღლესი წერტილია ობორას ბორცვი, მისი სიმაღლე 322 მეტრია ზღვის დონიდან. კრომერჟიჟი მდინარე მორავის ორივე ნაპირზეა განფენილი. ქალაქის ჩღდილოეთში მდინარე ჰანა ერთვის მდინარე მორავას.

კრომერჟიჟის მუზეუმი

კრომერჟიჟი (ლათინური სახელწოდებით Cromezir) პირველად 1107-1125 წლებით დათარიღებულ დოკუმენტებშია მოხსენიებული. მაშინდელი აქ არსებული დასახლება ოლომოუცის ეპისკოპოსმა იან II-მ შეისყიდა.[4][5] კრომერჟიჟის აგრეთვე მოხსენიებულია ოლომოუცელი ეპისკოპოსის ინდრჟიხ ზდიკის 1141 წლის სიგელში. შუა საუკუნეებში აქ იყო სავაჭრო სოფელი ქარვისა და მარილის გზების გზაჯვარედინზე.[6] XIII საუკუნეში კრომერჟიჟი ოლომუცის ეპისკოპოსის საკუთრებაში არსებული სამფლობელოების ცენტრი გახდა. 1241 და 1253 წლების პერიოდში კრომერჟიჟმა თათრების, უნგრელების და კუმანების, იგივე ყივჩაღების არაერთი თავდასხმა განიცადა. ამის გამო ამ პერიოდში დასახლება მოსახლეობისგან დაიცალა. მოგვიანებით აქ დასახლდნენ ებრაელები, XVI საუკუნის შუა წლებში კრომერჟიჟის ებრაელთა დასახლება ყველაზე დიდი იყო მთელს მორავიაში.[7]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სასახლის ბაღები

ქალაქი ცნობილია თავისი ბაროკოს სტილის ციხესიმაგრით და მის გარშემო მდებარე ულამაზესი ბაღებით. გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია ქალაქის კოშკი და ეპისკოპოსის ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. კრომერჟიჟის ბაღები და ციხესიმაგრე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1998 წელს შევიდა. ქალაქის სასახლის მუზეუმში დაცულია 500-მდე ხელოვნების ნიმუში, მათ შორის გამორჩეულია ტიციანის ნახატი - „მარსიასის გატყავება“.[8]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. Kroměříž cs. Czech Radio (2015-03-16). ციტირების თარიღი: 2025-01-27
  4. Historie Kroměříže: 1. díl – První písemné zprávy o osadě cs. Moje Kroměříž. ციტირების თარიღი: 2021-12-13
  5. Zpráva o činnosti a hospodaření Muzea Kroměřížska za rok 2009 cs. Kroměříž Region Museum (2010-02-15). ციტირების თარიღი: 2021-12-13
  6. 750. výročí trvání města Kroměříže: Slavit, nebo neslavit? cs. Město Kroměříž (2012-09-27). ციტირების თარიღი: 2021-12-13
  7. Historie Kroměříže: 2. díl – Ustanovení Kroměříže coby města cs. Moje Kroměříž. ციტირების თარიღი: 2025-03-24
  8. Památky UNESCO cs. Město Kroměříž. ციტირების თარიღი: 2021-12-13