კრიშნან საშიკირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრიშნან საშიკირანი

კრიშნან საშიკირანი. 2012 წელი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი,
ეროვნება ინდოელი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1981 (1981-01-07) (43 წლის)
დაბადების ადგილი ჩენაი, ინდოეთი
წოდება დიდოსტატი (2000)
ფიდე რეიტინგი 2640 (ნოემბერი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2720 (მაისი 2012)
ჯილდოები და პრემიები არჯუნას პრემია

კრიშნან საშიკირანი - ((ტამილ. கிருஷ்ணன் சசிகிரண்; ინგლ. Krishnan Sasikiran) დ.7 იანვარი, 1981, ჩენაი, ინდოეთი) - ინდოელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2000), აზიის ჩემპიონი. 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში ვიშვანათან ანანდის ასისტენტი [2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიშნან საშიკირანი 1981 წლის 7 იანვარს, ინდოეთში ქალაქ ჩენაიში (იმ დროისთვის მადრასში) დაიბადა. 1999 წელს ინდოეთის ჩემპიონი გახდა, აზიის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და საერთაშორისო ოსტატის წოდებაც მიიღო. 2000 წელს ერების თანამეგობრობის ჩემპიონატზე ოქრო აიღო, რითაც დიდოსტატის ნორმა სრულად შეასრულა. 2001 წელს ჰასტინგსის პრესტიჟული ტურნირი მოიგო. 2002, 2003 და მოგვიანებით 2013-ში ინდოეთის ჩემპიონი გახდა. 2003-ში აზიის მეოთხე ჩემპიონატზე იმარჯვა და მოგვიანებით კოპენჰაგენში Politiken Cup მოიგო. 2005 წელს Sigeman & Co Chess Tournament-ზე იან ტიმანთან ერთად პირველი ადგილი გაიყო, ტურნირს კი მალმემ და კოპენჰაგენმა უმასპინძლეს. [3].

2006 წელს მოსკოვში, „აეროფლოტ ოფენზე“ პირველზე გავიდა, ბაადურ ჯობავასთან, ვიქტორ ბოლოგანთან და შაჰრიარ მამედიაროვთან ერთად, თუმც ტაი-ბრეიკში მესამეობას დასჯერდა, პირველზე კი ქართველი გავიდა. იმავე წელს დოჰაში აზიის თამაშებზე, ჭადრაკის სექციაში ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედალი აიღო. ამ წარმატებისთვის ტამილნადუს შტატის მთავრობამ ფულადი ჯილდო გამოუყო 27 ათასი დოლარის ექვივალენტით. 2007 წლის იანვარში ფიდეს რეიტინგში 2700 რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო და გახდა მეორე ინდოელი მოჭადრაკე რომელმაც 2700-იანი ზღვარი გადალახა. 2008 წლის დეკემბერში პამლონას XVI კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. 2009-ში კი ანტვერპენის ტურნირზე მეორე-მესამე ადგილები გაიყო ეტიენ ბაკროსთან ერთად.

2011 წლის მაისში, მეშჰედში სასიკირიანი ბლიცში აზიის ჩემპიონი გახდა. პირველზე მასთან ერთად 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით კიდევ ორი მოჭადრაკე უესლი სო და ბუ ქსიანგი გავიდა, მაგრამ ინდოელმა ტაი-ბრეიკში დაამარცხა ორივე[4]. ოქტომბერში კორსიკაში მე-15 Corsican Circuit-ის ტურნირზე კლასიკურ ჭადრაკში პირველ ადგილს დაეუფლა, სწრაფში კი ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულ ანადთან დამარცხდა. 2014 წელს ტრომსოში საჭარაკო ოლმპიადაზე ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში მესამე დაფაზე გამოვიდა და ნაკრებს ბრინჯაო მოაგებინა, საკუთარ დაფაზე კი 10 პარტიიდან 7,5 ქულა აიღო და ინდივიდუალური ვერცხლს დაეუფლა [5].

2007 წელი

მიმოწერითი ჭადრაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიშნან საშიკირანი ასევე წარმატებით თამაშობს მიმოწერით ჭადრაკს. 2015 წელს ამ სახეობაში საერთაშორიოსო ოსტატის წოდებაც მიიღო, ხოლო 2016-ში უფროსი საერთაშორიოსო ოსტატის. ორივე ტიტულის ნორმა კი ორ ტურნირზე შეასრულა, მარიამ ვინჩევის მემორიალზე და Palciauskas Invitational-ზე. [6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშიკირანმა ჩენაიში, ნანგაინალურის თანამედროვე საშუალო სკოლა დაამთავრა. ჰყავს მეუღლე რადჰინა და გოგონა

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს არჯუნის პრემის მიიღო, რომელიც სპორტსმენებს მაღალი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL november 2021.
  2. [2]. Susan Ninan (8 November 2013). "Anand reveals his seconds but Carlsen plays coy". The Times of India. Retrieved 27 January 2016.
  3. [3]. Sasikiran and Timman win, Landa shines.
  4. [4]. Asian Individual Open Blitz Chess Championship 2011.
  5. [5]. Their proudest moment in Chess Olympiad history.
  6. [6]. SIM Sasikiran, Krishnan (2543).