კრის ჯენერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრის ჯენერი
Kris Jenner shot by Jim Jordan at White Cross Studios.jpg
კრის ჯენერი 2014 წელს
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1955 (1955-11-05) (65 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა სატელევიზიო სახეა,ბიზნესლედი,სატელევიზიო პროდიუსერი

კრის ჯენერი(დ. 5 ნოემბერი, 1955)[1] — ამერიკელი სატელევიზიო სახე, პროდიუსერი, ბიზნესმენი და მწერალი. ჯენერი მონაწილეობს სატელევიზიო რეალით-შოუში Keeping Up With Kardashians (2007 – დღემდე).

კრის ჯენერს ადვოკატ რობერტ კარდაშიანთან პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს: კორტნი, კიმ, ქლოი და რობერტი. მეორე ქორწინებიდან ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიუს ჯენერისგან (ახლანდელი კეიტლინი) კრის ორი შვილი ჰყავს კენდალი და კაილი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენერი დაიბადა სან დიეგოში, კალიფორნიაში. იგი მერი ჯო შანონის და რობერტ ჰოსტონის ინჟინრის პირველი შვილია[2][3][4][5].კრის ჯენერს ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური, გერმანული და შოტლანდიელი წარმოშობის წინაპრები ჰყავს. როდესაც ჯენერი შვიდი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ, კრისი და მისი უმცროსი და კარენი დედასთან დარჩნენ იქამდე სანამ რამდენიმე წლის შემდეგ, დედა დაქორწინდებოდა ბიზნესმენ ჰარი შანონზე.

მას შემდეგ რაც კრისის დედა და ბიზნესმენი ჰარი შანონი დაქორწინდნენ, შანონის სამსახურის გამო, ოჯახი ოქსნარდში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად , გადასვლიდან სამი თვის შემდეგ, შანონმა დატოვა სამსახური ოქსნარდში[6], და ამიტომ ოჯახი საცხოვრებლად დაბრუნდა კვლავ სან-დიეგოში[7]. ჯენერმა დაამთავრა კლერმონტის საშუალო სკოლა 1973 წელს. კრისი 1976 წელს მუშაობდა American Airlines- ში.[8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრის ჯენერი ხელმძღვანელობს საკუთარ დარსებულ კომპანიას Jenner Communications, რომელიც დაფუძნებულია ლოს ანჯელესში. მას შემდეგ, რაც Keepard Up With Kardashians- ში მისი ქალიშვილები გამოჩნდნენ და პოპულარულობა მოიპოვეს კიმა , კორტნიმ, ქლოიმ, კენდალმა და კაილიმ, ის ასევე მონაწილეობს მათ ბიზნეს მენეჯმენტში.

ჯენერმა 2004 წელს გახსნა ბავშვთა ბუტიკი თავის უფროს ქალიშვილთან, კორტნისთან ერთად. ბუტიკის ეწოდა "Smooch" და 2009 წელს დახურვამდე 6 წლის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა[9][10].

მწერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრის ჯენერის ავტობიოგრაფია Kris Jenner... and All Things Kardashian გამოიცა 2011 წლის ნოემბერში[11].მოგვიანებით კრისმა დაწერა წიგნი სახელწოდებით In the Kitchen with Kris: A Kollection of Kardashian-Jenner Family Favorites რომელიც გამოიცა 2014 წლის ოქტომბერში[12].

სატელევიზიო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრის ჰქონდა საკუთარი გადაცემა სახელად "კრის" გადაცემა ორიენტირებული იყო პოპ-კულტურაზე,სერიალი Fox-ის ეთერში 2013 წლის 15 ივლისს გავიდა. შოუ ექვსკვირიანი საცდელი ვადით გავიდა ეთერში,ექვსიკვირის შემდეგ შოუ აღარ გაგრძელებულა[13].

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენერის პირველი ქორწინება იყო ადვოკატ რობერტ კარდაშიანთან (რობერტ კარდაშიანი შემდეგ ცნობილი გახდა ო. ჯ. სიმფსონის საქმეში მონაწილეობით) 1978 წლის 8 ივნისს[14][15]. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ქალიშვილები კორტნი (დაიბადა 1979), კიმ (დაიბადა 1980 წელს), ქლოი (დაიბადა 1984 წელს) და ვაჟი რობი (დაიბადა 1987 წელს). ისინი განქორწინდნენ 1991 წლის მარტში, მაგრამ დარჩნენ ახლო მეგობრები 2003 წლამდე იქამდე სანამ რობერტ კარდაშიანს საყლაპავის კიბო იმსხვერპლებდა[16].

2012 წელს, კრისმა აღიარა, რომ კარდაშიანთან ქორწინების დროს მას ჰქონდა ურთიერთობა ყოფილ ფეხბურთელთან და ტოდ ვატერმენთან[17].

1991 წლის აპრილში, რობერტ კარდაშიანთან განქორწინებს ერთი თვის თავზე, ჯენერი დაქორწინდა მეორე მეუღლეზე, პენსიაზე მყოფ ოლიმპიურ ჩემპიონზე ბრიუს ჯენერზე[18][19], რომელიც 2015 წელს საჯაროდ გამოვიდა და გამოაცხადა რომ ის არის ტრანსგენდერი ქალი, სახელად კეიტლინი. მათ ერთად ორი ქალიშვილი ჰყავთ: კენდალი (დაიბადა 1995 წ.) და კაილი (დაიბადა 1997 წ.).[20][21]

ჯენერმა 2013 წელს გამოაცხადა რომ განქორწინებას აპირებდა, და 2014 წლის 22 სექტემბერს კრისმა ოფიციალურად მოითხოვა განქორწინება , განქორწინება გაოფიციალურდა 2015 წლის 23 მარტს, ექვსთვიანი სახელმწიფო სამართლებრივი საქმის შემდეგ.[22]

ჯენერი კორი გამბლთან ურთიერთობაშია 2014 წლიდან.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kristen Mary Houghton, born 11/5/1955. California Birth Index. ციტირების თარიღი: April 29, 2015.
  2. "Kris Jenner Explains Why Khloé Kardashian Named Her Baby True". Elle. April 16, 2018. ("It turns out True has a lot of family history to it. "FUN FACT," Jenner wrote in all caps so you don't miss it. "My Grandfather's name on my Dad's side was True Otis Houghton....my real Dad's name was Robert True Houghton...so I am so excited Khloe named her daughter True!!!'")
  3. "Khloe Kardashian's mom Kris Jenner reveals story behind baby name True". Fox News. April 16, 2018.
  4. Houghton Surname Project. Ancestry.com. ციტირების თარიღი: October 17, 2013.
  5. Stated in Kris Jenner... and All Things Kardashian, 2011
  6. Kris Jenner bio. wetpaint.com.
  7. Famous Clairemont High School Alumni (January 6, 2015). ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  8. What Did Kris Jenner Do Before She Got Famous? (February 20, 2012). ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  9. Bustillo, Deena. (January 12, 2009) Smooch by Kardashians: Out of Business. ციტირების თარიღი: April 3, 2016
  10. Jenner, Kris (2011). Kris Jenner... and All Things Kardashian. New York: Gallery Books and Karen Hunter Publishing, გვ. 257–260. ISBN 9781451646962. 
  11. Brissey, Breia (November 1, 2011). „Kris Jenner shares details on her relationship with Nicole Brown Simpson in new memoir“. Entertainment Weekly. Time Inc. ციტირების თარიღი: November 4, 2015.
  12. Hoffman, Lauren (October 22, 2014). „The 10 Most Wonderfully Absurd Moments in Kris Jenner's Cookbook“. Cosmopolitan. Hearst Corporation.
  13. Andreeva, Nellie. (April 18, 2013) Kris Jenner's Syndicated Talk Show Gets Premiere Date, Executive Producer. ციტირების თარიღი: July 11, 2013.
  14. Stated on The Tonight Show with Jay Leno, November 8, 2011
  15. Kris Jenner and Robert Kardashian on June 27, 1984 and Robert Kardashian, Jr. on March 17, 1987.. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 26, 2011.
  16. "Robert Kardashian, a Lawyer For O. J. Simpson, Dies at 59", The New York Times, October 2, 2003.
  17. Evans, Julie Ryan. (June 17, 2012) 'Keeping Up With the Kardashians' Recap: Kris Jenner Has No Business Meeting Up With Todd Waterman. CafeMom.com. ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  18. Baker, Ken; Finn, Natalie (October 8, 2013). „Kris Jenner and Bruce Jenner are Separated, 'Much Happier' Living Apart“. E! Online. NBCUniversal. ციტირების თარიღი: October 8, 2013.
  19. Takeda, Allison (8 October 2013). „Kris Jenner, Bruce Jenner 23 Years of Marriage: 'I Will Always Love Him'. ციტირების თარიღი: 10 June 2018.
  20. Staff (October 8, 2013). „Celebrity News Kris and Bruce Jenner confirm they separated a year ago“ (Online). Fox News Channel. Associated Press. ციტირების თარიღი: September 23, 2014.
  21. "Kris Jenner shares details on her relationship with Nicole Brown Simpson in new memoir". Entertainment Weekly; November 1, 2011.
  22. A Full Breakdown Of All The Kardashian And Jenner Grandchildren, Because We Almost Lost Count (April 17, 2018). ციტირების თარიღი: October 9, 2018.
  23. Ledbetter, Carly (8 August 2018). „Kris Jenner Just Hinted She Might Be Engaged To Corey Gamble“. Huffington Post. ციტირების თარიღი: 12 January 2019.