კრის პაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Chris Pine

კრის პაინი (ინგ. Chris Pine დ. 26 აგვისტო, 1980 წელი) არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც აღიარებულია თავისი როლებით ფილმებში: "Star Trek" და "Wonder Woman". კრისმა თავისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 2003 წელს პოპულარულ სერიალ "ER" - ში მონაწილეობით. იმავე წელს, იგი ნახეს პოპულარულ სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა "The Guardian" და "CSI: Miami". 2009 წელს მან მიიღო მნიშვნელოვანი როლი, ფილმში "Star Trek" (2009). მან ამ ფილმში ითამაშა ჯეიმს კირკი - ის როლი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრის პაინი დაიბადან 1980 წლის 26 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ, გამოჩენილი მსახიობის რობერტ პაინისა და ფსიქოთერაპევტის, გვინი გილფორდის ოჯახში. მას ჰყავს უფროსი და, სახელად ქეითი. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ, ამიტომ კრისი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხშირი იყო სცენარების კითხვა და ფილმებზე საუბარი.

კრისს ბავშვობიდანვე მსახიობობა სურდა და დედასთან ან მამასთან ერთად ხშირად სტუმრობდა ჰოლივუდს. მშობლიური ქალაქში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა "კალიფორნიის უნივერსიტეტში" და შეისწავლა მსახიობობა "ამერიკის კონსერვატორიის თეატრში".

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაინმა თავის ბევრ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რელიგიური ოჯახდან არის, ის არ არის რომელიმე რელიგიის მიმდევარ და საკუთარ თავს აღწერს, როგორც აგნოსტიკოსს. ამჟამად კრის პაინი არ არის დაოჯახებული და არც შვილი ჰყავს.

2014 წელს კრისს ბრალი წაუყენეს ახალ ზელანდიაში, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომობილს მართავდა. ამ არეულობიდან გამოსასვლელად მას უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისმა თეატრიდან გამოსვლის შემდეგ, დაიწყო სატელევიზიო როლების შესასწავლა და მიიღო უმნიშვნელო როლები სერიალებში, როგორიცაა "ER", "The Guardian" და "CSI: Miami". დაახლოებით ამავე დროს, მან დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების შესრულება. 2005 წლისთვის პაინმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ ფილმში სახელწოდებით "აღსარება".

2006 წელს ის გამოჩნდა სატელევიზიო ფილმში "Surrender, Dorothy". ამის შემდეგ, მან მიიღო როლი ფილმში "Just My Luck", რომელშიც მან ითამაშა პოპულარულ, ამერიკელ, სახელგანთქმულ ლინდსი ლოჰანთან ერთად. კომედიური ფილმი გამოვიდა 2006 წელს. იმავე წელს კრისი გამოჩნდა რამდენიმე სხვა ფილმში, როგორიცაა "Blind Dating" და "Smokin 'Aces".

ზოგჯერ კრისი ვერ იღებდა ჰოლივუდში სასურველ როლებს, ამიტომ იგი მონაწილეობდა სპექტაკლებში. 2007 წელს იგი ნახეს სპექტაკლში სახელწოდებით "მსუქანი ღორი", სადაც მან ითამაშა მთავარი როლი. 2008 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში "Bottle Shock".

Chris Pine (2018 წელი)

2009 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა პაინისთვის, რადგან მან მიიღო შეთავაზება მთავარ როლებზე ორ ფილმში - "თეთრი ჯაზი" და "ვარსკვლავური გზა". 2009 წელს გამოვიდა ფილმი "ვარსკვლავური გზა" და პაინის მიერ პერსონაჟ ჯეიმს კირკის გამოსახვამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

ფილმის პოპულარიზაციის მიზნით, პაინმა დაიწყო მონაწილეობა რამდენიმე თოქშოუში - მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო მისი გამოჩენა "Saturday Night Live" - ​​ში. იმავე წელს, პაინმა კონცენტრირება მოახდინა თავის სპექტაკლზე "Farragut North", რომელმაც ასევე კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მან ითამაშა სპექტაკლში "The Lieutenant of Inishmore", რისთვისაც იგი დაჯილდოვდა "Los Angeles Drama Critics Circle" - ის პრემიით, საუკეთესო შესრულებისთვის.

2010 წელს იგი ნახეს ჰოლივუდის სხვა დიდ ბიუჯეტურ სამოქმედო თრილერში, სახელწოდებით "Unstoppable". მედია ადიდებდა ახალგაზრდა კრის პაინს და ახსენებდა მას, როგორც ვარსკვლავს. 2011 წელს, პაინმა მთავარი როლი ითამაშა უილიამ შატნერეს დოკუმენტურ ფილმში. 2013 წლის მაისში მან ითამაშა ფილმში "ვარსკვლავური გზა სიბნელეში", "Star Trek" - ის გაგრძელება.

2016 წელს ფილმში "Hell or High Water" პაინმა შეასრულა "ტობი ჰოვარდის" როლი. იმავე წელს, მას გადაეცა როლი "Star Trek" -ის მესამე ნაწილში. 2015 წელს მან დაიწყო პერსონაჟის გახმოვანება ანიმაციურ სერიალში 'SuperMansion', რისთვისაც იგი 2016 წელს ნომინირებული იყო 'Emmy Award' - ზე.

2017 წლის შუა პერიოდში მან თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა წარმატებულ ფილმში, "Wonder Woman". ფილმმა უდიდესი კომერციული წარმატება მოიპოვა. 2019 წელს სრისი ნახეს, რეჟისორ პეტი ჯენკინსის გვერდით, სერიალში "I Am the Night".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.thefamouspeople.com/profiles/chris-pine-33236.php

https://woodgram.com/chris-pine-biography/#Family

https://muxicfy.com/chris-pine-biography/#Is_Chris_Pine_Married_Chris_Pine_Wife[მკვდარი ბმული]

https://www.biography.com/actor/chris-pine