შინაარსზე გადასვლა

კრისტოფ სოგლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტოფ სოგლო
ფრანგ. Christophe Soglo
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1909(1909-06-28)[1]
დაბადების ადგილი აბომეი, French Dahomey[1]
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 1983(1983-10-07)[1] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი კოტონუ, People's Republic of Benin
მოქალაქეობა  ბენინი
ჯილდოები Croix de guerre des théâtres d'opérations extérieures[2] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[3] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[3] , საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი და Commander of the National Order of Benin[4]

კრისტოფ სოგლო (დ. 28 ივნისი, 1909 — გ. 7 ოქტომბერი, 1983) — ბენინის სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკური ლიდერი.

კრისტოფ სოგლო დაიბადა 1909 წლის 28 ივნისს ქალაქ აბომეიში, ბენინში, გავლენიანი წარმოშობის ოჯახში.[5]

1931 წელს სოგლო ნებაყოფლობით ჩაირიცხა საფრანგეთის არმიაში. იგი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მსახურობდა მაროკოში და მონაწილეობდა მოკავშირეთა დესანტის გადასხმაში კორსიკაზე, ელბასა და სამხრეთ საფრანგეთში. ომის დასასრულს მას ლეიტენანტის წოდება მიენიჭა[5] და საფრანგეთის კოლონიური არმიის შტაბის ოფიცრად დაინიშნა. 1947 წელს იგი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სამინისტროში სამხედრო მრჩევლად მიავლინეს. 1950 წლის 1 იანვარს კაპიტნის წოდების მიღების შემდეგ, იგი გაგზავნეს ფრანგულ ინდოჩინეთში, სადაც მონაწილეობდა ინდოჩინეთის პირველ ომში.[6] 1956[5] წელს, ომის დროს გაწეული სამსახურისთვის, იგი დაჯილდოვდა სამხედრო ჯვრით. იქ ყოფნისას მან გაიცნო ფრანგულ-ვიეტნამური წარმოშობის ქალი, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა.[6] ინდოჩინეთში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, მას მაიორის წოდება მიენიჭა და სენეგალში გადავიდა, სადაც 1960 წლამდე დარჩა. მას შემდეგ, რაც ბენინმა 1960 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა,[5] სოგლოს არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და პრეზიდენტ იუბერ მაგას მმართველობისას გენერალური შტაბის უფროსი გახდა.[7]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 28 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, სოგლომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა.[7] მანამდე სოგლოს მთავრობისადმი ერთგულება ჰქონდა გამოცხადებული. მან ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარე თავად იყო.[8] მთავრობის რეორგანიზაციის შემდეგ, 1964 წლის 25 იანვარს, მან დათმო ძალაუფლება და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების საშუალება ყოფილ პრემიერ-მინისტრ სურუ-მიგან აპიტის მისცა. მალევე, აპიტისა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკური კურსის გამო მწვავე დაპირისპირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც სოგლომ არაერთხელ მოუწოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ, 1965 წლის 27 ნოემბერს მან კვლავ დაამხო მთავრობა. იგი ბენინის პრეზიდენტის თანამდებობას სამხედრო მმართველობის პირობებში 1967 წლის 17 დეკემბრამდე იკავებდა, ვიდრე მას ახალგაზრდა არმიის ოფიცერთა ჯგუფი ჩამოაგდებდა. ამის შემდეგ სოგლო პოლიტიკიდან წავიდა. იგი 1983 წლის 7 ოქტომბერს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.[9]

  1. 1 2 3 Dictionary of African Biography / E. K. Akyeampong, Henry Louis Gates, Jr.NYC: OUP, 2012.
  2. Decalo S. Historical Dictionary of Benin — 4 — Plymouth: Scarecrow Press, 2013. — 488 გვრ. — ISBN 978-0-8108-7171-7
  3. 1 2 Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
  4. decree
  5. 1 2 3 4 Houngnikpo & Decalo 2012, p. 326.
  6. 1 2 „A Year of Soglo“. West Africa. 31 December 1966.
  7. 1 2 Matthews 1966, p. 152.
  8. „Maga Overthrown by Army Chieftain“. The Lincoln Star. Associated Press. October 29, 1963. p. 1.
  9. https://web.archive.org/web/20150921143432/http://www.gouv.bj/personnalites-politiques/m-christophe-soglo-24121965-18121967-0