კრისტი ტურლინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტი ტურლინგტონი

კრისტი ტურლინგტონი 2008 წელს
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1969 (1969-01-02) (55 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.78მ

კრის ნიკოლ ტურლინგტონი ბერნსი (დ. 2 იანვარი, 1969) — ამერიკელი მოდელი, ქველმოქმედი და კინორეჟისორი. ტურლინგტონი Calvin Klein's Eternity-ის რეკლამის სახე იყო 1989 წელს და დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2014 წელს[1], ასევე არის ბრენდ Maybelline-ის სახე. ტურლინგტონი ჟურნალმა Glamour-მა დაასახელა 2013 წლის ქალად[2] , 2014 წელს, ტურლინგტონი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ ასეულში. ტურლინგტონმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც სუპერმოდელია. გრეის კოდინგტონი, ამერიკული ჟურნალ Vogue შემოქმედებითი დირექტორი, ტურლინგტონს უწოდებს "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს".[3]

2010 წელს ტურლინგტონმა ჩამოაყალიბა Every Mother Counts, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ორსულ ქალბატონებს ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოდ წარმართვაში. 2013 წელს ტურლინგტონმა როგორც რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი Every Mile, Every Mother, დოკუმენტური ფილმი არის დედების და შვილების ურთიერთობაზე.[4]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურლინგტონი დაიბადა ოკლენდში, კალიფორნიაში, ტურლინგტონს ჰყავს სამი და. ტურლინგტონი დაიბადა Pan American World Airways– ის მფრინავის და სტიუარდესას ოჯახში. ტურლინგტონი და მისი დები აღიზარდნენ კათოლიკური რწმენის მოტივებზე.

ტურლინგტონი აღმოაჩინა ადგილობრივმა ფოტოგრაფმა დენი კოდმა, როდესაც იგი ცხენზე ჯირითობდა მაიამის შტატში, ფლორიდაში, სადაც მისი მამა მწვრთნელად მუშაობდა. ტურლინგტონმა სამოდელო კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკიდან ამ დროს ტერლინგტონი სწავლობდა Monte Vista დაწყებით სკოლაში კალიფორნიის ქალაქ დენვილში. 18 წლის ასაკში , იგი ნიუ – იორკში გადავიდა პროფესიონალური სამოდელო კარიერის დასაწყებად.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ტურლინგტონმა Hamptons-ის წვეულებაზე გაიცნო მსახიობი, რეჟისორი და მწერალი ედუარდ ბერნსი და 2000 წლის ბოლოს დაიწყეს ურთიერთობა. 2002 წელს ტურლინგტონი და ბერნსი დაშორდნენ . წყვილი ერთი წლის შემდეგ შერგიდა და დაქორწინდნენ 2003 წლის ივნისში. ბერნსს და ტურლინგტონს ორი შვილი ჰყავთ, გრეისი (დაიბადა 2003 წელს) და ფინელი (დაიბადა 2006 წელს). ტურლინგტონის და კელი დაქორწინებულია ედვარდის ძმაზე ბრაიან ბერნზე.

ტურლინგტონმა 13 წლის ასაკში დაიწყო მოწევა და დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა 16 წლის ასაკში. 26 წლის ასაკში მან მოწევას თავი დაანება. ამასთან, 2000 წელს, 31 წლის ასაკში, ფილტვის შემოწმებისას, თანამედროვე ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მას დაუდგინეს ადრეული ეტაპზე ფილტვის ემფიზემა.[5]

იოგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურლინგტონი არის იოგის პრაქტიკოსი, კონკრეტულად იოგის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც ჯივამუქტი. ტურლინგტონმა იოგას პარქტიკოსობა 1987 წლიდან დაიწყო[6].2001 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში მან განაცხადა, რომ კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა, დილის საათებში. [7]

იგი არის ავტორი წიგნის Living Yoga: Creating A Life Practice, , რომელიც პირველად გამოიცა 2002 წელს, ახლა უკვე მესამე გამოცემაში არის (2002, 2003, 2005).[8]

სირბილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურლინგტონს გარბენილი აქვსოთხი მარათონი ცხოვრების განმავლობაში (2015 წლის აპრილი), მათ შორის ლონდონის მარათონი, მისი პირადი საუკეთესოა შედეგია 3 საათი და 46 წუთი[9]. მისი პირველი მარათონი ჩატარდა 2011 წლელს ნიუ - იორკში[10]. პირველი მარათონის გარბენამდე ტურლინგტონი დღეში 3-დან 5 მილამდე მანძილს გარბოდა, "კვირაში რამდენჯერმე", ეს იყო ტიპური საქციელი მისთვის, პერიოდულად მან განაგრძო სირბილი მთელი ცხოვრების განმავლობაში.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephanie Chan. Christy Turlington Burns, Ed Burns in Calvin Klein Eternity Campaign – Hollywood Reporter. The Hollywood Reporter.
  2. Glamour Magazine. Models and Philanthropists Liya Kebede and Christy Turlington Burns Are Glamour Women of the Year for 2013: Glamour.com. Glamour.
  3. Tiffany & Co. — “Some Style is Legendary” Documentary, https://www.youtube.com/watch?v=AvS0f6jTbp4. წაკითხვის თარიღი: 2019-10-01
  4. Christy Turlington on Her New Movie Every Mile, Every Mother. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 7, 2014.
  5. Turlington Diagnosed With Emphysema - [1] published by ABC News December 3, 2000 [Retrieved November 6, 2017]
  6. Meagan McCrary - text published by New World Library, November 1, 2013, 240 pages, Health & Fitness, ISBN 1608681807 [Retrieved December 11, 2015]
  7. Om, Kali. (March 2013) Christy T: Yoga's de facto supermodel. Yoga Chicago. ციტირების თარიღი: August 14, 2018
  8. Yoga Journal [Retrieved December 11, 2015]
  9. L. Hutchings - article დაარქივებული 2016-08-17 საიტზე Wayback Machine. published by Vogue magazine April 27, 2015 [Retrieved December 11, 2015]
  10. S. Bergesen. article. published by Oiselle 2015. ციტირების თარიღი: December 11, 2015. 
  11. N.L. Pesce - article დაარქივებული 2018-08-18 საიტზე Wayback Machine. published by NYDailyNews.com [Retrieved December 11, 2015]