შინაარსზე გადასვლა

კრისტი ტარლინგტონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტი ტარლინგტონი

ტარლინგტონი 2024 წელს
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1969
უოლნატ-კრიკი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ
განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.78
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) ედუარდ ბერნსი
შვილ(ებ)ი 2
ხელმოწერა

კრისტი ნიკოლ ტარლინგტონ ბერნსი (ქალიშვილობისას ტარლინგტონი; დ. 2 იანვარი, 1969)— ამერიკელი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც სუპერმოდელმა. 1989 წელს ის გახდა კელვინ კლაინის Eternity კამპანიის სახე და იგივე კამპანიაში კვლავ გამოჩნდა 2014 წელს,[1] ასევე წარმოადგენს მეიბელინს სახეს. ამერიკულ ჟურნალ Vogue-ის ხანგრძლივმა კრეატიულმა დირექტორმა, გრეის კოდინგტონმა, ტარლინგტონი აღწერა, როგორც „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი“.[2]

კრისტი ტარლინგტონი დაიბადა უოლნუტ-კრიკში, კალიფორნიაში . იგი სამი ქალიშვილიდან შუათანაა. მამამისი, დუეინ ტარლინგტონი, ავიაკომპანია „Pan Am“-ის პილოტი იყო, ხოლო დედა, მარია ელისაბედი (დაბადებით პარკერ ინფანტე) — ბორტგამცილებელი ელ-სალვადორიდან. ტარლინგტონი, დების მსგავსად, დედის აღმსარებლობის — რომის კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებით აღიზარდა და ამ რელიგიის პრაქტიკას ზრდასრულობაშიც აგრძელებდა.[3][4]

იგი ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, დენი კოდიმ აღმოაჩინა ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამიში, როდესაც ტარლინგტონი ცხენით სეირნობდა. ამ პერიოდში მამამისი მაიამიში „Pan Am“-ის საწვრთნელ კაპიტნად მუშაობდა. ტარლინგტონმა მოდელობა 14-დან 16 წლამდე, სკოლის შემდეგ და საზაფხულო არდადეგების დროს დაიწყო, პარალელურად კი დანვილში (კალიფორნია) „Monte Vista“-ს საშუალო სკოლაში სწავლობდა. 18 წლის შესრულების შემდეგ, იგი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა სრული განაკვეთით მოდელად მუშაობისთვის, მოგვიანებით კი საშუალო სკოლა დაამთავრა. 1994 წელს მან სწავლა განაახლა და 1999 წელს წარჩინებით (cum laude) დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გალატინის ინდივიდუალური სწავლების სკოლა, სადაც ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო შედარებითი რელიგიათმცოდნეობისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სპეციალობით. მოგვიანებით მან სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში განაგრძო.

ტარლინგტონი 2000 წელს

ტარლინგტონი მონაწილეობდა ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: Calvin Klein, Chanel, Yves Saint Laurent, მარკ ჯეკობსი, დონა კარანი, Prada, Valentino, Versace, Louis Vuitton, Bally, Jason Wu, Max Mara, Escada, Michael Kors და Maybelline. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ორ მუსიკალურ ვიდეოში. 1986 წელს, 17 წლის ასაკში, კოლეგა მოდელის, იასმინ ლე ბონის თხოვნით, მისმა მეუღლემ, საიმონ ლე ბონმა (Duran Duran), ტარლინგტონი გადაიღო ჯგუფის ვიდეოკლიპში „Notorious“ და ამავე სახელწოდების ალბომის გარეკანზე. 1990-იან წლებში იგი გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმში „Unzipped“, რომელიც მოდის დიზაინერ ისააკ მიზრაჰის ეძღვნება, ასევე რეჟისორ რობერტ ოლტმენის მოდის შესახებ გადაღებულ სატირულ ფილმში „მაღალი მოდა“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო რეჟისორ რობერტ ლიკოკის დოკუმენტურ ფილმში „Catwalk“, რომელიც მის სამოდელო კარიერას ასახავს. ტარლინგტონი ჩნდებოდა ისეთი საერთაშორისო მოდის ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა: ვოგი, Harper's Bazaar, Elle, Marie Claire, L'Officiel, Tatler, Glamour, Cosmopolitan და Allure. 1990 წელს მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა პიტერ ლინდბერგის მიერ ბრიტანული ვოგის 1990 წლის იანვრის ნომრისთვის გადაღებული ფოტოთი (რომელზეც ტარლინგტონი, კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი და ტატიანა პატიცი არიან გამოსახულნი)[5] მიიღო შთაგონება კლიპისთვის „Freedom!“. ვიდეოში ხუთივე ტოპ-მოდელი მონაწილეობდა თავიანთ ხუთ მამაკაც კოლეგასთან ერთად. კლიპი ჯორჯ მაიკლის 2008 წლის საკონცერტო ტურნეს დროსაც გამოიყენებოდა. ტარლინგტონი მოგვიანებით შეუერთდა ელ მაკფერსონს, ნაომი კემპბელსა და კლაუდია შიფერს, როგორც ამჟამად უკვე გაუქმებული „Fashion Cafe“-ს მეოთხე მოდელი-ინვესტორი. ტარლინგტონს, ალისია სილვერსტოუნთან ერთად, მიაწერენ ჭიპის პირსინგის პოპულარიზაციას მას შემდეგ, რაც მან და ნაომი კემპბელმა ერთად გაიხვრიტეს ჭიპი და 1993 წელს ლონდონის მოდის ჩვენებაზე პირსინგები საჯაროდ გამოაჩინეს.[6]

ტარლინგტონი 2024 წლის ტორონტოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე

ტარლინგტონის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჟურნალმა „W“-მ მოამზადა მისი კარიერის ამსახველი გამორჩეული ფოტოების კოლექცია, რომელიც მოიცავს პერიოდს 1980-იანი წლების ბოლოდან დღემდე. 2008 წელს ქასთინგ-აგენტმა ჯეიმზ სკულმა ტარლინგტონის შესახებ განაცხადა: „ყველა დროის უდიდესი მოდელი!დღევანდელი ყველა მოდელი ერთ ადამიანშიც რომ გააერთიანოთ, მასთან ახლოსაც ვერ მოვლენ. ალბათ ყველაზე მეტად ის მიყვარდა. ჩემი ოცნება იქნებოდა მასთან ერთად ჩვენებაზე მუშაობა კიდევ ერთხელ, სანამ პენსიაზე გავალ, თუმცა ეს ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ლატარიაში მოგება“. ტარლინგტონი ერთ-ერთი იყო იმ თოთხმეტი მოდელიდან, რომელთა ფოტოებიც ჟურნალ „V“-ის 2008 წლის სექტემბრის ნომრის სხვადასხვა გარეკანზე მოხვდა. თითოეულ გარეკანზე გამოსახული იყო ცნობილი მოდელის პორტრეტი — როგორც ახალი თაობის ლიდერების, ისე სუპერმოდელების ეპოქის წარმომადგენლების. ფოტოების ავტორი დუეტი ინეზ ვან ლამსვეერდე და ვინუდ მატადინი იყო. 2009 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მან მონაწილეობა მიიღო ბრენდ „Bally“-ს კამპანიაში ორიოლ ელკაჩოსთან ერთად. ტარლინგტონ ბერნსმა დახურა მოდის დიზაინერ მარკ ჯეიკობსის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება.[7][8] ტარლინგტონი მონაწილეობს „Apple TV+“-ის ოთხნაწილიან დოკუმენტურ სერიალში სახელწოდებით „სუპერმოდელები“. სერიალის პრემიერა 2023 წელს 20 სექტემბერს შედგა. მასში ასევე მონაწილეობენ სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და ლინდა ევანგელისტა. პროექტის რეჟისორები არიან როჯერ როს უილიამსი და ლარისა ბილსი.[9]

2000-იან წლებში ტარლინგტონი სხვადასხვა ბიზნესპროექტის პარტნიორი გახდა: აიურვედული კანის მოვლის ხაზის — „Sundari“ და კომპანია „პუმა“-ს მიერ წარმოებული ორი ტანსაცმლის ხაზის, რომელიც მოიცავს აქტიური ქალების სამოსსა და იოგასთვის განკუთვნილ კოლექციას.[10]

მას ეკუთვნის პუბლიკაციები ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Marie Claire, Yoga Journal, Teen Vogue და Huffington Post.[11] გარდა ამისა, იგი თანამშრომლობდა ტელეკომპანია NBC-ის გადაცემასთან „Today Show“, როგორც მოწვეული კორესპონდენტი. მისი რეპორტაჟები მოიცავდა 2002 წლის დასაწყისში ავღანეთში გოგონების განათლების სტატუსის შესახებ მომზადებულ მასალასა და ინტერვიუს მის უწმინდესობა დალაი-ლამასთან, მის რეზიდენციაში, ინდოეთის ქალაქ დჰარამშალაში.[12] 2015 წელს, „Apple Watch“-ის გაშვებისას, ტარლინგტონი პროდუქტის ერთ-ერთი პირველი ტესტერი იყო. მან მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაში და კომპანიას მისცა უფლება, გადაეღოთ ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იყენებდა იგი „Apple Watch“-ს მარათონისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებში.[13]

ჰუმანიტარული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2000 წელს კრისტი ტერლინგტონმა მონაწილეობა მიიღო ანტინიკოტინურ სოციალურ კამპანიაში

2005 წელს ტარლინგტონმა დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან „CARE“ და მას შემდეგ გახდა მათი ადვოკატი დედათა ჯანმრთელობის საკითხებში. იგი ასევე არის „Product Red“-ის ელჩი.

2003 წელს საკუთარი მშობიარობის დროს გადატანილი გართულებების შემდეგ, და მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ყოველწლიურად 500,000-ზე მეტი ქალი კვდება მშობიარობისას (რომელთაგან სიკვდილიანობის 90% პრევენცირებადია), ტარლინგტონმა გადაწყვიტა მიეღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში.

ტარლინგტონი 2007 წლის მაისში „Product Red“-ის სახელით ეწვია ესვატინს, ხოლო 2005 და 2008 წლებში ელ-სალვადორსა და პერუს „CARE“-ის სახელით. მის ჩართულობაზე „CARE“-ის საქმიანობაში გავლენა მოახდინა დედამისმა, ელისაბედმა, რომელიც ამ ორგანიზაციის დიდი ხნის მხარდამჭერია ყოფილ ბორტგამცილებელთა ორგანიზაცია „World Wings“-ის მეშვეობით. პროექტი FEMME, რომელიც „CARE“-ის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ინიციატივაა, აერთიანებს ჯანდაცვის სპეციალისტებს, რათა მოძებნონ იმ ქალთა დახმარების უკეთესი გზები, რომლებიც შიშის გამო ვერ მიმართავენ კლინიკებსა თუ ტრადიციულ საავადმყოფოებს.

2010 წლის სექტემბერში ტარლინგტონმა მონაწილეობა მიიღო „CARE“-ის სასწავლო ტურში ეთიოპიაში, რათა ადგილზე გაცნობოდა დედათა სიკვდილიანობის შემცირებისკენ მიმართულ სამუშაოებს. ტარლინგტონი არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გლობალური ჯანდაცვის საბჭოს წევრი და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანის მრჩეველთა საბჭოს მრჩეველი. იგი ასევე არის „White Ribbon Alliance for Safe Motherhood“-ისა და „Mother's Day Every Day“-ის წევრი.

2010 წელს შედგა ტარლინგტონის სარეჟისორო დებიუტი დოკუმენტური ფილმით „No Woman, No Cry“. 60-წუთიანი ფილმი მიმოიხილავს დედათა ჯანმრთელობის მდგომარეობას და ფოკუსირებულია ოთხ შემთხვევაზე: ტანზანიიდან, ბანგლადეშიდან, გვატემალასა და აშშ-დან. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2010 წელს აშშ-ში, ტრაიბეკას კინოფესტივალზე შედგა, ხოლო ტელეპრემიერა 2011 წლის 7 მაისს ოპრა უინფრის ტელეარხზე (OWN) შედგა. ამ დოკუმენტური ფილმისთვის ტარლინგტონი წარდგენილი იყო „Do Something With Style“ ჯილდოზე VH1-ისგან.

დოკუმენტური ფილმის „No Woman, No Cry“ დებიუტთან ერთად, ტარლინგტონმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია „Every Mother Counts“ (EMC), რომელიც მიზნად ისახავს ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყველა დედისთვის. ორგანიზაცია ახდენს აუდიტორიის ინფორმირებას და მობილიზებას დედათა ჯანმრთელობის პროგრამების მხარდასაჭერად ჰაიტიში, უგანდაში, მალავიში, ინდონეზიასა და აშშ-ში.[14]

2011 წელს ტარლინგტონმა პირველად გაირბინა ნიუ-იორკის მარათონი „Every Mother Counts“-ის გუნდთან ერთად, რათა აემაღლებინა ცნობიერება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ. მან ასევე მიიღო მონაწილეობა 2013 წლის ნიუ-იორკის მარათონსა და „Hood to Coast“-ის ესტაფეტაში, რაც ასახულია მის დოკუმენტურ ფილმში „Every Mile, Every Mother“.[15] 2015 წლის მაისამდე საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია სათაურით „Giving Birth in America“.[16]

„Every Mother Counts“ არის ალბომი, რომელიც 2011 წელს ექსკლუზიურად „Starbucks“-ისთვის გამოვიდა. შემოსავლის ნაწილი გადაირიცხა „CARE“-სა და „Every Mother Counts“-ის ორგანიზაციებში დედათა ჯანმრთელობის პროგრამების მხარდასაჭერად ყავის მწარმოებელ ქვეყნებში. 2012 წელს, „Starbucks“-თან პარტნიორობით, გამოვიდა მეორე ალბომი „Every Mother Counts 2012“. თითოეული გაყიდული კომპაქტ-დისკიდან 8 აშშ დოლარი „Every Mother Counts“-ის მხარდასაჭერად ირიცხებოდა.

2015 წელს ტარლინგტონმა ხელი მოაწერა „ONE Campaign“-ის ღია წერილს, რომელიც მიმართული იყო ანგელა მერკელისა და ნკოსაზანა დლამინი-ზუმასადმი. წერილი მოუწოდებდა მათ, ფოკუსირება მოეხდინათ ქალთა საკითხებზე, როგორც G7-ისა (გერმანიაში) და აფრიკის კავშირის (სამხრეთ აფრიკაში) ხელმძღვანელებს, რათა განისაზღვროს პრიორიტეტები განვითარების დაფინანსებაში გაეროს 2015 წლის სექტემბრის სამიტამდე.[17]

იგი იყო ერთ-ერთი იმ თხუთმეტი ქალიდან, რომლებიც სპეციალურად შეარჩიეს ბრიტანული „Vogue“-ის 2019 წლის სექტემბრის ნომრის გარეკანზე გამოსაჩენად. აღნიშნული ნომრის მოწვეული რედაქტორი მეგანი, სასექსის ჰერცოგინია იყო[18]

ტარლინგტონი და მისი მეუღლე

2000 წელს ჰემპტონსში გამართულ წვეულებაზე ტარლინგტონმა გაიცნო მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ედვარდ ბერნსი, წლის ბოლოს კი ისინი დაინიშნენ. 2002 წელს, ნიუ-იორკში ერთობლივი უძრავი ქონების შეძენიდან რამდენიმე თვეში, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ შერიგდნენ და 2003 წლის ივნისში სან-ფრანცისკოში იქორწინეს[49]. ჟურნალ „Cookie“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტარლინგტონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქორწილში იგი საკურთხეველთან ჯგუფ U2-ის სოლისტმა, ბონომ მიაცილა:

„ის იქ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ საკურთხეველთან მე თვითონ მივედი. იმ დროს 25 კვირის ორსული ვიყავი“, — აღნიშნა მან და დაამატა, რომ ჯონ გალიანოს მიერ შექმნილი კაბა ორსულობას ფარავდა, ბერნსი კი მას შუა გზაზე შეეგება[19] She went on to note that Burns, the groom, "met me halfway down the aisle".[19]

ბერნსსა და ტარლინგტონს ორი შვილი ჰყავთ: გრეისი (დ. 2003) და ფინი (დ. 2006).[20] აღსანიშნავია, რომ კრისტის და, კელი, დაქორწინებულია ედვარდის ძმაზე — ბრაიან ბერნსზე.

ტარლინგტონი აქტიური ანტიმწეველი აქტივისტია. მამამისი 1997 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.[21] თავად კრისტიმ მოწევა 13 წლის ასაკში დაიწყო და 16 წლისთვის დღეში ერთ კოლოფს ეწეოდა. მან მოწევას თავი 1995 წელს, 26 წლის ასაკში დაანება. 2000 წელს, 31 წლის ასაკში, როდესაც სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ფილტვების სკანირება ჩაიტარა, მას ემფიზემის ადრეული სტადია დაუდგინდა.[22]

ტარლინგტონი იოგას მიმდევარია, კერძოდ, იგი დაკავებულია ჯივამუქტი-იოგით. იგი იოგას 1987 წლიდან ვარჯიშობს.[23] 2001 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში მან აღნიშნა, რომ კვირაში სამჯერ, დილის საათებში ვარჯიშობს.[24] მისი თქმით, იოგამ იგი საკუთარ კათოლიკურ რწმენასთან დააახლოვა.[25]

იგი არის ავტორი წიგნისა „Living Yoga: Creating a Life Practice“,[26] რომელიც პირველად 2002 წელს გამოიცა და ამჟამად მესამე გამოცემაა გამოსული (2002, 2003, 2005). 2002 წლის გამოცემის წინასიტყვაობა რობერტ თურმანს ეკუთვნის.[26] 2001 წლის იანვარ-თებერვალში ტარლინგტონი ჩართული იყო ჟურნალ Yoga Journal-ის რედაქტირებაში[27]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Chan, Stephanie. (May 9, 2014) Christy Turlington Burns, Ed Burns in Calvin Klein Eternity Campaign. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 24, 2025
  2. Cutler, R.J. (director); Coddington, Grace (creative director); etc.. (September 20, 2016) (en) (shortform streaming video; documentary). Some Style is Legendary. New York, NY: Tiffany & Co.. Event occurs at time unspecified. https://www.youtube.com/watch?v=AvS0f6jTbp4.თარგი:Full
  3. The Model Yogini: Beliefnet Catches Up with Christy Turlington (interview) (September 2, 2019). ციტირების თარიღი: September 2, 2019
  4. Nathan, Avital Norman. (May 8, 2018) Christy Turlington Burns Wants Quality Maternal Care for All This Mother's Day. Groknation. ციტირების თარიღი: August 14, 2018
  5. Cochrane, Lauren (August 11, 2023). „Supermodels Recreate Iconic Vogue Cover 30 Years On“. The Guardian. ციტირების თარიღი: August 13, 2023.
  6. Menkes, Suzy (November 21, 1993). „Runways; Fetish or Fashion?“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 23, 2023.
  7. Connaire, Shaunagh (May 10, 2019). „Christy Turlington on Fashion, Philanthropy and Turning 50“. Financial Times. ციტირების თარიღი: July 7, 2019.თარგი:Full
  8. Womenswear Autumn/Winter 2019 Shows. ციტირების თარიღი: July 7, 2019თარგი:Full
  9. Tangcay, Jazz (July 11, 2023). 'The Super Models' Sets September Premiere, Debuts Teaser With Cindy Crawford, Christy Turlington, Naomi Campbell and Linda Evangelista“. Variety.
  10. Christy Turlington en. ციტირების თარიღი: August 20, 2023
  11. Christy Turlington Burns, Author at Positively Positive en. ციტირების თარიღი: August 20, 2023
  12. Christy Turlington Burns. ციტირების თარიღი: May 29, 2015
  13. „Apple Watch Event Live: Apple Watch to Make and Receive Calls“. The Telegraph. March 9, 2015. ციტირების თარიღი: March 9, 2015.
  14. Every Mother Counts. ციტირების თარიღი: June 29, 2015
  15. Christy Turlington on Her New Movie Every Mile, Every Mother. Vogue.
  16. „SheKnows Media Announces Christy Turlington Burns, Founder“ (პრეს-რელიზი). Business Wire. May 27, 2015. ციტირების თარიღი: August 5, 2015.
  17. McVeigh, Tracy. „Poverty is Sexist: Leading Women Sign Up for Global Equality“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: May 8, 2015.
  18. „Meghan Markle Puts Sinéad Burke on the Cover of Vogue's September Issue“. The Irish Times. ციტირების თარიღი: July 31, 2019.
  19. 1 2 Evans, Rory. (December 2007) On Her Toes. Cookie გვ. 165f.
  20. Vischer, Annie. (November 13, 2020) Christy Turlington Burns Talks '90s Supermodel Fame, Philanthropy And The Craziness Of 2020. ციტირების თარიღი: July 9, 2023
  21. Turlington 2003, pp. 85–90.
  22. „Turlington Diagnosed With Emphysema“. ABC News. December 3, 2000. ციტირების თარიღი: November 6, 2017.
  23. McCrary, Meagan (November 1, 2013). Pick Your Yoga Practice: Exploring and Understanding Different Styles of Yoga. New World Library, გვ. 37. ISBN 1-60868-180-7. 
  24. Funderburg, L. (April 15, 2001). „A Model Life“. Time. ციტირების თარიღი: December 11, 2015.
  25. Om, Kali. (March 2013) Christy T: Yoga's De Facto Supermodel. Yoga Chicago. ციტირების თარიღი: August 14, 2018
  26. 1 2 Turlington, Christy (2002). Living Yoga: Creating a Life Practice. Hyperion, გვ. 288. 
  27. Arnold, Kathryn (January–February 2001). „Going Deeper“. Yoga Journal. ციტირების თარიღი: December 11, 2015.