კრისტინ ჩაპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინ ჩაპელი
რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2237[1]
წოდება ენსინი, ლეიტენანტი
თანამდებობა ექთანი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ფილმი

ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
მსახიობი მაჟელ ბარეტი
IMDB IMDb პროფილი

კრისტინ ჩაპელი (ინგლ. Christine Chapel) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალის ერთ ერთი მთავარი გმირი.

ინფორმაცია პერსონაჟზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაპელმა მიატოვა კარიერა ბიოლოგიურ კვლევებში და წავიდა ვარსკვლავურ ფლოტში იმ იმედით რომ კვლავ შეხვდებოდა თავის საქმროს დოქტორ როჯერ კორბის. კორბის გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ ჩაპელი დაინიშნა ენტერპრაიზზე. იგი მსახურობდა ექთნად ექიმ მაკ-კოისთან.

მალე ჩაპელი შეხვდა კორბის, როცა ენტერპრაიზი მივიდა ეხო III-ზე. კირკი და ჩაპელი დაეშვნენ მიწაზე. მათ შეიტყვეს კორბის გეგმების შესახებ: მან მიაგნო ძველი ცივილიზაციის ნაშთებს და გამოიყენა მათი ტექნოლოგიები ანდროიდების შესაქმნელად. იგი ქმნის კირკის ასლს და ცდილობს ხელში ჩაიგდოს ხომალდი, თუმცა მისი გეგმა ჩავარდა. როგორც ირკვევა კორბი თავადაც ანდროიდია, მან თავისი გონაბა გადაიტანა ანდროიდის სხეულში. კირკი არწმუნებს მას რომ იგი უკვე აღარ არის ადამიანი, არამედ მხოლოდ მანქანა. როცა კორბი ხედავს ჩაპელის რეაქციას მის მდგომარეობაზე, იგი თავს იკლავს. ამის შემდეგ ჩაპელი ფიქრობს ღირს თუ არა ხომალდზე დარჩენა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტს დარჩეს.

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაპელი მონაწილეობს ვარსკვლავური გზის ორ ფილმში: ვარსკვლავური გზა: ფილმი და ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ. ფილმში მოცემულია რომ იგი გახდა ექიმი.

2009 წლის ფილმში ასე არის მედდა ჩაპელი რომელიც საუბრობს კადრს მიღმა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჟელ ბარეტი

მაჟელ ბარეტი ასევე მონაწილეობდა საპილოტე ეპიზოდში. იგი ასევე განასახიერებს ლუაქსანა ტროის სერიალებში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9. ასევე ბარეტი ახმოვანებს კომპიუტერებს ვარსკვლავური გზის სერიალებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]