კრისტინა კოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა კოხი
ინგლ. Christina Hammock Koch
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1979 (1979-02-02) (45 წლის)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა ინჟინერი

კრისტინა ჰემოკ კოხი (ინგლ. Christina Hammock Koch, დ.2 თებერვალი, 1979) — მსოფლიოს 562-ე და აშშ-ს 346-ე ასტრონავტი.

2019 წლის 14 მარტს „სოიუზ МС-12-ის“ ეკიპაჟთან ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან აიღო სტარტი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბორტინჟინრის პოზიციაზე იმყოფებოდა პროგრამა МКС-59/60/61-ის[1][2] ფარგლებში. დედამიწაზე დაბრუნდა „სოიუზ МС-13-ის“ ეკიპაჟის შემადგენლობით. ქალებს შორის იგი კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდსმენია და ეს რიცხვი 328 დღეს 13 საათსა და 58 წუთს შეადგენს[3].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა კოხი დაიბადა 1979 წლის 2 თებერვალს მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდსში, აშშ. ბავშვობა გაატარა სამხრეთ კაროლინის შტატში, ჯექსონვილში. ახლა კი ცხოვრობს ლივინგსტონში, მონტანა. მისი მამა, რონალდ ჰემოკი წარმოშობით ჯექსონვილიდანაა, ხოლო დედა — ბარბარა ჯონსენი მერილენდის შტატში, ქალაქ ჯონსენში დაიბადა.

კრისტინამ 1997 წელს დაასრულა სამხრეთ კაროლინის მეცნიერებათა და მათემატიკის სკოლა დაამთავრა, ქალაქ დარემეში და ჩაირიცხა კაროლინის შტატის უნივერსიტეტში, ქალაქ რალში. სწავლის დასრულებისას ორი ბაკალვრის ხარისხი ჰქონდა: ერთი ელექტროტექნიკაში 2001 წელს, ხოლო მეორე 2002 წელს ფიზიკაში. ამავე წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ელექტროტტექნიკაში.

სელფი ღია კოსმოსში

შემდეგ ჩააბარა ნასას აკადემიაში, გოდარდას კოსმოსური ფრენების ცენტრში. ჩაატარა სამეცნიერო სამუშაოები ასტროფიზიკის მაღალი ენერგიის სფეროში, მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ინსტრუმენტების შემუშავებაში ნასას რამდენიმე კოსმოსური მისიისთვის.

2004-2007 წლებში იგი იყო აშშ-ს ანტარქტიკული პროგრამის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა სამხრეთ პოლუსის კვლევით სადგურ ამუნდსენ-სკოტზე, აგრეთვე პალერმზე. ანტარქტიდის სადგურებზე მუშაობის დროს იგი იყო სახანძრო ბრიგადების და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების წევრი.

2007-დან 2009 წლამდე დაუბრუნდა საკვლევ სამუშაოს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიაში. იგი შედიოდა იუპიტერის შესასწავლად ნასას პლანეტაშორისი სადგურის შემქმნელთა ჯგუფსა და დედამიწის რადიაციული სარტყელების საკვლევი თანამგზავრებისთვის ინსტრუმენტთა დამამზადებელთა გუნდში — Van Allen Probes.

2010 წელს დაბრუნდა ანტარქტიკაზე და სადგურ პალმერზე განაგრძო სამეცნიერო საქმიანობა. რამდენიმე ზამთრის განმავლობაში კვლევებს ატარებდა გრენლანდიის ნახევარ-კუნძულზე არსებულ სადგურ „ზედა ბანაკში“. 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე ინჟინერის პოზიციაზე მუშაობდა აშშ-ს ერთ–ერთ ფედერალურ სააგენტოში, ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნულ სამმართველოში, ალიასკას შტატში, ქალაქ უტკიაგვიკთან ახლოს.. ამავე წლის აგვისტოდან კი დანიშნულ იქნა ოკეანეებისა და ატმოსფორული კვლევების სადგურის ხელმძღვანელად ამერიკის სამოაში[4].

მომზადება და ფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-დან 2013 წლამდე მონაწილეობდა ნასას ასტრონავტთა ოცდამეერთე შესარჩევ კონკურსში. 2013 წლის ივნისში კრისტინა და კიდევ შვიდი კანდიდატი წარმატებით გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და შეუდგნენ საბაზისო მომზადებას. 2015 წლის ივნისისთის მას დასრულებული ჰქონდა მოსამზადებელი კურსი, რომელიც მოიცავდა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ბრიფინგებს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სისტემის გაცნობას, ღია კოსმოსში გასვლისა და წყალსა და ველურ ბუნებაში გადარჩენის ტრენინგებს. საზაფხულო წვრთნები გაიარა ორადგილიან ზებგერით სასწავლო რეაქტიულ თვითმფრინავში — „Northrop T-38 Talon“.

2018 წლის 5 თებერვალს იური გაგარინის სახელობის კოსმონავტთა მომზადების ცენრში შეუდგა ბორტინჟინრად მომზადების პროცესს, ანდრეი ბორისენკოსა და ნიკოლაი ჩუბომთან ერთად. ამავე წლის 14 თებერვალს ეკიპაჟმა მონაწილეობა მიიღო სამდღიან წვრთნაში, რომელიც მოიცავდა ზამთრის ტყიან და ჭაობიან რელიეფებში დაშვების იმიტაციას.

2018 წლის 24 მაისს შევიდა ეკიპაჟ „სოიუზ МС-12-ის“ ძირითად შემადგენლობაში, ასტრონავტ შენონ უოკერის ნაცვლად[5].

2019 წლის 19 თებერვალს „სოიუზ МС-12-ის“ სხვა წევრებთან, ალექსეი ოვჩინინთან და ნიკა ჰეიგთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ განყოფილებაში ფრიადზე ჩააბარა კომპლექსური გამოცდა. ამავე წლის 20 თებერვალს ჩააბარა სავარჯიშო ტრენინგი.

2019 წლის 14 მარტს 22:14 საათზე „სოიუზ МС-12-ის“ ეკიპაჟთან ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან აიღო სტარტი. 15 მარტს, 04:02 საათზე ხომალდი შეუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, ხოლო 06:10 საათზე ეკიპაში გადავიდა სადგურის ძირითად მოდულში.

2019 წლის 17 აპრილს კრისტინას კოსმოსში ყოფნა 2020 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდა.

იგი დედამიწაზე 2020 წლის 6 თებერვალს „სოიუზ МС-13-ის“ ეკიპაჟთან, რუს ალექსანრე სკვორცოვთან და იტალიელა კოსმონავტ ლუკა პარმიტანოსთან ერთად დაბრუნდა. 05:50 საათზე ხომალდი გამოეყო სადგურს, 08:18-ზე დაიწყო დამუხრუჭება და დაშვება განხორციელდა 09:13 საათზე, ყაზახეთის ქალაქ ჟეზყაზღანში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლიდან იმყოფება ქორწინებაში რობერ კოხთან. მისი ჰობია იოგა, ტურიზმი და სხვა.

კრისტინა კოხი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Корабль «Союз МС-12» стартовал с Байконура с очередным экипажем МКС. Интерфакс (2019-03-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-14. ციტირების თარიღი: 2019-03-14.
  2. «Союз МС-12» стартовал с космодрома Байконур. Газета.Ru (2019-03-14). ციტირების თარიღი: 2019-03-14.
  3. Record-Setting NASA Astronaut, Crewmates Return from Space Station (2020-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-07. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
  4. NASA announces eight new astronauts, half are women. PHYS.ORG (2013-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-27. ციტირების თარიღი: 2018-08-27.
  5. Госкомиссия утвердила экипажи ТПК «Союз МС-12». Роскосмос (2019-03-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-29. ციტირების თარიღი: 2020-02-04.