კრისტიან დანიელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი შვედეთში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული27 სექტემბერი 1956
ლიდინგე
მოქალაქეობაშვედეთის დროშა შვედეთი
ეროვნებაშვედი
განათლებასტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა
პროფესიადიპლომატი

კრისტიან დანიელსონი (შვედ. Christian Danielsson, დ. 27 სექტემბერი 1956, ლიდინგე[1]) — შვედი დიპლომატი.

1977 წლის სექტემბრიდან 1981 წლის აგვისტომდე სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებასა და ეკონომიკას სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში.[2]

დიპლომატიური კარიერა 1981 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე მდივნის პოზიციით. 1982 წლის სექტემბერში პირველად დაინიშნა შვედეთის მისიაში საზღვარგარეთ ანგოლაში, სადაც 1984 წლამდე მსახურობდა. ანგოლის შემდეგ იგი ეუთოში შვედეთის მისიაში განამწესეს. 1987 წელს დანიელსონი დააწინაურეს და საელჩოს პირველი მდივანი გახდა. 1992 წლიდან 2008 წლამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობაში. 2008 წელს დაინიშნა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად ევროპის კავშირში. ეს თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.[2]

2013 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა ევროპის კავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკების (NEAR) დირექტორად. [2]

2021 წლის 8 მარტს დანიელსონი დაინიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენლად საქართველოში. [3]

დანიელსონმა საქართველოში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა 12 მარტიდან. შეხვედრები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად ტარდებოდა. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.[4]

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.[4]

მოლაპარაკების მეორე ტური დანიელსონის მედიაციით საქართველოში 29 მარტიდან განახლდა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]